გიორგი ქვილითაია: “ემოციებისგან მთელი ღამე არ მეძინა, ამ ხალხმა ყველაფერი დაიმსახურა!”
თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი” დამატებით დროში 2-1 დაამარცხა და გამარჯვებული გახდა. 110-ე წუთზე გამარჯვების გოლი გიორგი ქვილითაიამ შეაგდო, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
“ამ ხალხმა ეს დაიმსახურა, ეს ემოციები უბრალოდ საოცარია, არც კი ვიცი ენით როგორ აღვწერო, უბრალოდ დაუჯერებელია. ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან დაიწყო და ემოციებისგან მთელი ღამე არ მეძინა. ისინი ბედნიერები არიან და ჩვენც ბედნიერები ვართ. ყველაფერი ჩავდეთ ფინალში და ტიტული დავუბრუნეთ. ჩემთვის ეს პერიოდი ცოტა რთული იყო, თუმცა შევძელი და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. არ მადარდებს, საუკეთესოდ დავსახელდი თუ არა, მთავარია, რომ ეს ხალხი ბედნიერი გავხადეთ”, – განაცხადა ქვილიმ.
ქართველმა ბელგიურ “გენტთან” კონტრაქტზეც ისაუბრა.
“არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, ჯერ კიდევ 1 წელი მაქვს დარჩენილი “გენტთან” და დავრჩები თუ არა, რას ვიზამ. ახლა უბრალოდ მსურს ამ მოგებით ვისიამოვნო და ამაზე შემდეგ ვიფიქრებ”.
ძირითად შემადგენლობაში 4-ვე ქართველი – ლორია, დაუშვილი, ოქრი და ქვილითაია იყო. მე-2 ტაიმში მხოლოდ ბუბა შეიცვალა.
ქეცბაიამ “ანორთოსისთან” ერთად კიდევ ერთი ტიტული მოიგო და შესაძლოა, კლუბის დატოვება გადაიფიქროს.