გიორგი ქვილითაიამ გრაცის “შტურმს” გაუტანა (ვიდეო)

თარიღი: ნოემბერი 27, 2016

27 ნოემბერს, ავსტრიის ბუნდესლიგაში ვენის “რაპიდმა” საკუთარ მოედანზე გრაცის “შტურმი” მიიღო. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ქვილითაია. ქართველმა თავდამსხმელმა მატჩის მე-13 წუთზე თავური დარტყმით სტუმართა კარი დალაშქრა და ანგარიში 1:1 გახადა.

ეს გოლი ქვილითაიასთვის “რაპიდის” რიგებში რიგით მესამე აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო

მსგავსი სიახლეები