გიორგი შერმადინი ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” გადავიდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი შერმადინმა კლუბი გამოიცვალა. მიმდინარე სეზონში ესპანურ “სარაგოსაშ” მოთამაშე შერმადინი კარიერას ევროპის ერთ-ერთ გრანდში, ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ “ოლიმპიაკოსში” გააგრძელებს, სადაც 2012-13 წლების სეზონში გამოდიოდა.
თუკი გასულ სეზონში ქართველ ცენტრს ბერძნულ გრანდში ნაკლები სათამაშოდრო ჰქონდა, ახლა ის გუნდს ერთ-ერთ ლიდერად უბრუნდება. პირეოსელები ევროპიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე არიან და ცენტრის პოზიციის გასაძლიერებლად სწორედ ქართველი ცენტრი შეიგულეს, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები ესპანეთის მძლავრ ლიგაში კარგად წარმოაჩინა.
შერმადინის “ოლიმპიაკოსში” გადასვლის ამბავი ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდა. “სარაგოსას” ხელმძღვანელებიქართველი ლეგიონერის გასხვისებას გვარიანი საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ დათანხმდნენ, რის შემდეგაც საბოლოო სიტყვა თავად კალათბურთელმა თქვა. საბოლოოდ ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნდა, რომ ბერძნები შერმადინს კონტრაქტს მიმდინარე სეზონისბოლომდე სთავაზობდნენ, გიორგის კი 1,5-წლიანი ხელშეკრულება სურდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შერმადინს “ოლიმპიაკოსში” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ექნება. ქართველი კალათბურთელი პირეოსში ხვალ ჩავა და გუნდში პირვე ვარჯიშს ჩაატარებს. ბერძნულ გრანდს ევროლიგის მე-2 ეტაპზე შექმნილ E ჯგუფში 4 მოგება და 3 მარცხი გააჩნია და იტალიურ “მილანთან” და მარადიულ მეტოქე ათენის “პანათაინაიკოსთან” ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს. ცნობისთვის, მეოთხედფინალში E და F ჯგუფების ოთხ-ოთხი საუკეთესო გადის.
საბერძნეთის ჩემპიონატში “ოლიმპიაკოსს” 19 ტურის შემდეგ 17 გამარჯვება აქვს და “პანათინაიკოსს” 1 მოგებით ჩამორჩება. პირეოსელებს მომდევნო მატჩი 1 მარტს ელით, როდესაც პატრასში მეშვიდეადგილოსან “აპოლონს” ესტუმრებიან. შეერმადინის დებიუტი კი სავარაუდოდ 28 თებერვალს, ევროლიგაში შედგება, როცა “ოლიმპიაკოსი” სტამბოლში “ფენერბაჰჩეს” ესტუმრება.
GBF.GE