გიორგი ჭანტურია: “მესი ფეხბურთის მეფეა, მე კი ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვარ”

თარიღი: ოქტომბერი 17, 2016

ეკატერინბურგის “ურალის” ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ჭანტურიამ თავისი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც კარიერის განვლილ წლებზე და საქართველოზე ისაუბრა.

– გიორგი, რა გახსოვთ ყველაზე მეტად თქვენი ბავშვობიდან?
– კონკრეტულ ამბავს ვერ ვიხსენებ. მახსოვს, რომ ბავშობაში მეგობრებთან ერთად ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდი.

– ეზოში გატანილი რომელი გოლი იყო ყველაზე ლამაზი?
– ასეთი ბევრი იყო. (იცინის)

– რას ნიშნავს ახალგაზრდა ადამიანისთვის ის, რომ “ბარსელონაში” გიწვევენ?
– ეს არის ის, რაზეც ყველა ბიჭი ოცნებობს. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვასპარეზობდით, სადაც კარგად ვითამაშე და რამდენიმე გოლი გავიტანე. როცა შინ დავბრუნდი, “ბარსელონას” წარმომადგენლებმა დამირეკეს. მათ ჯერ ერთი კვირით მიმიწვიეს, რის შემდეგაც კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ამრიგად, მე ოცნება ამიხდა.

– როგორ შეხვდნენ ამ ამბავს შენი მშობლები?
– მათ ეს ამბავი ძალიან გაუხარდათ. ისინი ესპანეთში წამომყვნენ და ერთი თვის განმავლობაში ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ.

იხილეთ ვიდეო
chanturia barca

– “ბარსელონაში” ყველაზე მეტად რამ გაგაოცა?
– გაოცებული ვიყავი იმით, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელები ყოველთვის ერთად იყვნენ. ბრწყინვალე ფეხბურთელები ერთი დიდი ოჯახივით იყვნენ. ვფიქრობ, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ისინი უმაღლეს დონეზე თამაშობენ.

– რატომ არ დარჩი “ბარსელონაში”?

– “ბარსელონასთან” კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წელი მქონდა დარჩენილი. მე მეორე გუნდში ვიყავი, მაგრამ მსურდა, რომ უფრო მაღალ დონეზე მეთამაშა. “ჩელსიდან” შემოთავაზება მივიღე და მათთან ხელშეკრულებაც გავაფორმე, რადგან ლონდონელებმა “ბარსელონაზე” უკეთესი პირობები შემომთავაზეს. ამის შემდეგ, ერთი წლით “ვიტესში” გამანათხოვრეს.

– ახლა, თუ გაქვთ იმ ფეხბურთელებთან ახლო ურთიერთობა, რომლებიც თავის დროზე, შენთან ერთად “ბარსელონაში” ვარჯიშობდნენ?
– ყოველდღიური ურთიერთობა არავისთან მაქვს, მაგრამ მაური იკარდის ვესაუბრები ხოლმე – ის ახლა “ინტერის” ფეხბურთელია. ასევე, ურთიერთობას ვინარჩუნებ რაფინიასთან და სერხი რობერტოსთან. როცა ესპანეთის ნაკრებს ვეთამაშეთ, ბარტრასთანაც ვისაუბრე.

– შენ ხშირად “ქართველ მესის” გიწოდებენ. ეს ზედმეტსახელი პირველად როდის გაიგონე?
– პირველად “ვიტესში” გავიგე. პირველი ხუთი მატჩი იმ პოზიციაზე ჩავატარე, სადაც მესი თამაშობდა. ოთხი გოლი გავიტანე, ლიონელის სტილში ვმოქმედებდი. ფანებმა კი ტრიბუნაზე დიდი ბანერი გამოფინეს, რომელსაც ეწერა: “ჩვენ არ გვჭირდება “ბარსელონა”. ჩვენ ჩვენი მესი გვყავს.”

– მე მათ ვეთანხმები. ვფიქრობ, რომ მისი მსგავსი მანერა გაქვთ.
– საერთო არაფერი გვაქვს. მესი ფეხბურთის მეფეა, მე კი მხოლოდ ფეხბურთელი ვარ. რა საერთო უნდა გვქონდეს?

– რას გვეტყვით ჰოლანდიის ჩემპიონატზე?
– ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის, ამ ჩემპიონატში თამაში თავის წარმოჩენის კარგი საშუალებაა. იქ თამაშის შემდეგ, შეგიძლია, რომ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში წახვიდე. როცა ჰოლანდია დავტოვე, იტალიაში, “ვერონას” შევუერთი, რომელიც ძალიან კარგი გუნდი იყო.

– “ვიტესში” ჩატარებული რომელი მატჩი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

– ყველაზე მეტად “ნაიმეგენთან” გამართული შეხვედრა დამამახსოვრდა, ეს დაპირისპრიება დერბის სტატუსს ატარებს. ჩვენ სტუმრად ვთამაშობდით, “ვიტესს” კი ამ გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება 11 წლის განმავლობაში არ ჰქონდა მოპოვებული. მეტოქე 1:0 დავამარცეთ, ერთადერთი გოლი მე გავიტანე. ასევე, ამ მატჩში წითელი ბარათიც მივიღე. ეს შეხვედრა არასოდეს დამავიწყდება.

იხილეთ ვიდეო
chanti

– წითელი ბარათი რის გამო მიიღე?
– მეტოქესთან შელაპარაკების გამო, მსაჯმა ორივე გაგვაძევა.

– 2012 წელს, რუსეთის ჩემპიონატში გადმოსვლის გადაწყვეტილება ადვილად მიიღე?

– ჰოლანდიაში, მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა. “ალანიამ” ექვსი თვით მათთან თამაში შემომთავაზა. გუნდი ბოლო ადგილზე იყო და ჩემი დახმარება სჭირდებოდა. მახსოვს, კარგი მატჩები ჩავატარე. სამწუხაროა, რომ “ალანია” დაქვეითდა.

– “ალანია” – “დინამოს” შეხვედრის მიმდინარეობისას მოედანზე არეულობა მოხდა, რომელშიც შენც მონაწილეობდი. როგორ იხსენებ იმ ინციდენტს?
– ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება. 88-ე წუთი იყო, როცა კოკორინმა ჩემი თანაგუნდელის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, ყველანი გავბრაზდით. თუმცა, ეს დიდი ხნის წინ მოხდა და ახლა ამაზე საერთოდ აღარ ვფიქრობ.

იხილეთ ვიდეო
cats

– კოკორინს ხელი ჩამოართვი?
– რა თქმა უნდა. ჩვენ პატარა ბავშვები არ ვართ.

– როდის გამოგიძახეს ეროვნულ ნაკრებში პირველად?
– ეს ოთხი წლის წინ იყო, როცა ჰოლანდიაში ვთამაშობდი. ნაკრებში ჩატარებულ პირველივე მატჩში კარგად ვითამაშე და გოლი გავიტანე.

– როდესაც ნაკრებში გიძახებენ, თუ გრჩებათ დრო იმისათვის, რომ სახლში მიხვიდეთ?
– ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული. ზოგჯერ, გვაძლებენ იმის საშუალებას, რომ დღე ოჯახთან ერთად გავატაროთ. უმეტესად, სასტუმროში მიწევს ყოფნა, სადაც ნათესავები მაკითხავენ და მნახულობენ.

– საქართველოს ნაკრებში ვის ესაუბრებით ყველაზე ხშირად რუსეთის ჩემპიონატზე?
– ყველას, ვისაც ამ ჩემპიონატში უთამაშია. მაგალითად, კვირკველიას, ოქრიაშვილს, ჯანოს. ასევე, ამ თემაზე გურამ კაშიასთანაც მისაუბრია, რომელსაც გასულ წელს რუსეთიდან ჰქონდა წინადადება, თუმცა ის “ვიტესში” დარჩა.

– შეძლებს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გასვლას?
– იმედი მაქვს, რომ შევძლებთ. ჩვენს ჯგუფში ძლიერი გუნდები მოხვნდნენ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებთ. იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგვივა და რუსეთში ვითამაშებთ.

– მოასწარი თუ არა ეკატერინბურგი ქართული რესტორნების ნახვა?
– რა თქმა უნდა (იღიმის). აქ 3-4 რესტორიანია, სადაც შესანიშნავ ქართულ კერძებს ამზადებენ.

– მზარეულობა გეხერხებათ?

– არა, ეს არ გამომდის. მზარეულობა ბიძაჩემს ეხერხება, რომელიც რუსეთში ჩემთან ერთად ცხოვრობს. ინტერვიუს შემდეგ სწორედ მისი მომზადებული კერძი უნდა დავაგემოვნო.

– თბილი ტანსაცმელები შეიძინე?
– ზოგი რამ უკვე ვიყიდე. ყველა მეუბნება, რომ წინ ძალიან ცივი დღეები გველის, მაგრამ ჯერ არაფერი მიგძვრნია.

– ბოლო მატჩებში მოედანზე უფრო მეტ დროს ატარებ…
– დიახ. როცა ფიზიკურად, ფორმაში ხარ, მწვრთნელის დავალებების შესრულება უფრო ადვილია. ჩემი თამაშის ხარისხიც უმჯობესდება. ვფიქრობ, გუნდისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შემიძლია.

– შენ ხშირად იღიმი. ეს ქართველებისათვის დამახასიათებელი რამ არის?
– დიახ, ყოველთვის ვცდილობ, რომ გავიღიმო. გუნდშიც კარგი გარემაო.

– მოგვეცი რჩევა: თბილისში რომ ვიყო, სად უნდა წავიდე პირველ რიგში?
– როცა თბილისში იქნები, უნდა დამირეკო და სადაც არ უნდა იყო, გნახავ. თბილისში ბევრი კარგი ადგილია.

verrrr

– ღვინოებში კარგად ერკვევი?
– რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ქართულ ღვინოებში. საქართველოში ღვინის კულტურა ძალიან განვითარებულია. მას ჩვენ ეკლესიაშიც კი ვსვამთ. ერთი ჭიქა ღვინო ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

– ეკატერინბურგში ქართული ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია?
– ვფიქრობ, არა. აქ ქართული ღვინო ჩემმა მეგობრებმა ჩამომიტანეს.

– სოციალური ქსელების მომხარებელი როდის გახდი?
– დაახლოებით, სამი წლის წინ, როდესაც 20 წლის გავხდი. იქამდე, სოციალურ ქსელებს არ ვიყენებდი. მხოლოდ WhatsApp-ი მქონდა, რომელსაც ოჯახთან ურთიერთობისათვის ვიყენებდი. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველას აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ ფეხბურთელები, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ.

– გაქვს თუ არა ისეთი ფოტოები, რომლებიც უჩვეულო სიტუაციაში გადაიღე?
– რამდენიმე წლის წინ დავქორწინდი, შემდეგ კი მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს დავშორდით, ამიტომ მაშინდელი ფოტოები წავშალე (იცინის). ახლა, ის ფოტოები მომწონს, რომლებშიც გოლების შემდეგ, ჩემი ემოციებია აღბეჭდილი.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სიტყვები საჭირო არაა” – რა ფოტო გამოაქვეყნა კვარამ მატჩის შემდეგ?

“ნაპოლიმ” “რომა” 2-1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ ასისტი შეასრულა და სპალეტიმ 69-ე წუთზე გაიყვანა. მატჩის შემდეგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი “რომასთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო   VICTOR OSIMHEN WHAT A GOAAAAL! #NapoliRoma pic.twitter.com/KSGxShh9E6 — Reyi (@Reinaldodcg9) January 29, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” 1 თვის წინ დამატებულმა ლეგიონერმა დატოვა

“შტურმის” წინააღმდეგ ბათუმის “დინამომ” 2-2 ითამაშა, თუმცა მარცხენა ფლანგზე სერბი ლეგიონერი, სტეფან ჰაიდინი არ ყოფილა. [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ამ ბიჭს “ნაპოლიში” ელოდებიან! – კვერნაძე ზუსტად კვარას სტილში (ვიდეო)

ბათუმის “დინამომ” ამხანაგურ მატჩში გრაცის “შტურმთან” 2-2 ითამაშა. “დინამოდან” მე-2 გოლი გიორგი კვერნაძემ გაიტანა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დაანებეთ ჯერ კიდევ ჩემ ცოლს თავი” – მაურო იკარდი ყოფილ თანაგუნდელს მიმა

მაურო იკარდისა და ვანდა ნარას სკანდალური თემები კვლავ არ წყდება. გავრცელებული ინფორმაციით, ვანდა ნარა ამჯერად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩაკვე ნამდვილად დაბრუნდა! ეს ბიჭი მალე გაისვრის (ვიდეო)

ამხანაგურ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძემ ძალიან მაგარი გარბენისა და პასის გარდა, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

1996 წლის შემდეგ პირველად! “ბარსელონა” “რეალის” ფეხბურთელს იმატებს

მადრიდის “რეალის” 27 წლის შემტევი მარკო ასენსიო, დიდი შანსია, “ბარსელონაში” გადავიდეს. “ბარსასა” და ასენსიოს შორის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზურიკო დავითაშვილი: “ბორდოს” ვარიანტი მამუკა ჯუღელმა შემომთავაზა”

საქართველოს ნაკრებისა და “ბორდოს” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. “მოგესალმებით, ბოლო პერიო...
წაკითხვა
ფეხბურთი

თეთრი ბარათი ფეხბურთის ისტორიაში პირველად გამოიყენეს (ვიდეო)

ქალთა ფეხბურთში, “სპორტინგისა” და “ბენფიკას” მატჩის დროს მსაჯმა თეთრი ბარათი პირველად გამოიყენა. რეფერიმ თეთრი ბარათი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა კვარაცხელიას გრილიშის შემცვლელად განიხილავს

CalcioMerato-ს ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” ხვიჩა კვარაცხელიას დამატების მსურველთა რიგში დიდი ხანია ჩაეწერა და მას დიდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კვარას ერთ დღეს მადრიდის “რეალში” ვიხილავთ”

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი ქართველზე საუბრობს. “ახლა ხვიჩა ყველაფერს აკეთებს მისი სურვილის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველაზე იღბლიანი პენალტი – ებრალიძეს საოცრად გაუმართლა (ვიდეო)

“ანორთოსისისმა” კვიპროსის თასის 1/8 ფინალში “პარალიმნისი” პენალტების სერიაში დაამარცხა. ლორიამ ერთი პენალტი აიღო, რაც გადამწყვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

Breaking: “იუვენტუსს” 15 ქულა ჩამოაკლეს

ტურინის “იუვენტუსს” იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 15 ქულა ჩამოაკლეს. საქმე ეხება იტალიის პროკურატურის გამოძიებას, რომელიც ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორც იქნა – რამდენი მილიონი ექნება ხვიჩას ხელფასი “ნაპოლიში”?

“ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობს და აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, ქარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უცნაური ამბავი – როგორ გამოიჭირა შაკირამ პიკე ღალატში?

ესპანური პრესის ინფორმაციით, შაკირამ პიკე ღალატში საკმაოდ უცნაურად გამოიჭირა. მარწყვის მურაბა, რომელიც პიკესა და ბავშვებს […]...
წაკითხვა