გიორგი ჭანტურია: “ფრეს ნამდვილად არ ვიმსახურებდით”

თარიღი: ნოემბერი 17, 2015

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წელი ტირანაში ჩატარებული შეხვედრით დაასრულა. კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით გამართულ მეათე მატჩში ჩვენი გუნდი რეიტინგის 36-ე ნაკრებთან მატჩის ბოლო წუთამდე იგებდა, თუმცა შეხვედრის უმოკლეს პერიოდში ორი ბურთი გაუშვა და საბოლოოდ 2:2 დაფიქსირდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი გოლის ავტორმა გიორგი ჭანტურიამ ალბანეთთან გამართული შეხვედრა შეაფასა:

“ესტონეთთან თამაშის შემდეგ მობილიზება რთული იყო. ესტონეთში ცუდად ვითამაშეთ, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მოსამზადებლად კი, სამი დღე გვქონდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ალბანეთთან მატჩს ფსიქოლოგიურად მომზადებული შევხვედროდით. ამ მატჩში ყველა ფეხბურთელმა გააკეთა ის, რაც შეეძლო. ფრეს ნამდვილად არ ვიმსახურებდით, 2:0-ს ვიგებდით და მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო. მსაჯობაც არ იყო იდეალური, მაგრამ მიუხედავად ამისა დღევანდელი თამაშით ვისიამოვნე და ვფიქრობ ჩვენს ნაკრებს მომავალი აქვს.”

მსგავსი სიახლეები