გიორგი ჭანტურია: “საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელებს ფეხბურთი უყვართ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ჭანტურიამ გერმანიის ნაკრებთან გამართული მატჩი შეაფასა.
გიორგი ჭანტურია: „ჩემი აზრით, გერმანიის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მათ ჰყავთ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. მართალია, კლასში დიდი განსხვავება იყო, მაგრამ მიღებული გამოცდილება მომდევნო შეხვედრებში დაგვეხმარება. მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებს ისეთი სამწვრთნელო შტაბი ჩაუდგა სათავეში, რომელსაც ფეხბურთი უყვარს. ეს მახარებს. უკეთესობა აშკარად იგრძნობა.“