გიორგი ჭანტურიას ორი ინგლისური კლუბი აკვირდება
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “დუისბურგის” თავდამსხმელის, გიორგი ჭანტურიას მიმართ ინტერესს “კიოლნისა” და “ვერდერის” გარდა, ორი ინგლისური კლუბი იჩენს. საუბარია პრემიერ ლიგაში მოთამაშე “კრისტალ პალასზე” და ჩემპიონშიპში მოასპარეზე “ქუინს პარკ რეინჯერსზე.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჭანტურიას წარმომადგენელმა, სერკან გიუვენისიკმა:
“ახლა ამ საკითზე საუბარი არ მსურს. თუმცა, ერთი რამ ნათელია. თუ “დუისბურგი” მეორე ბუნდესლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, მაშინ ჩვენი პრიორიტეტი, სწორედ ამ კლუბში დარჩენა იქნება”, – ციტირებს გიუვენისიკის სიტყვებს liga-zwei.de.
შეგახსენებთ, რომ “დუისბურგი” მეორე ბუნდესლიგაში ბოლო, მე-18 პოზიციას იკავებს და ჩემპიონატში დასარჩენად იბრძვის. რაც შეეხება “კრისტალ პალასს”, ალან პარდიუს შეგირდები ამჟამად, პრემიერ ლიგის ცხრილში მე-15 ადგილზე არიან, ხოლო “ქუინს პარკ რეინჯერსი” ჩემპიონშიპში მე-11 ადგილზეა.