გიორგი ჭიაბრიშვილი: “ძალიან გვსურს შემდეგ ეტაპზე გავიდეთ”
საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოლდოვაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
“ევროტურნირებზე “შერიფთან” პირველი ოფიციალური შეხვედრა გველის, რომელსაც თავისებური დატვირთვა აქვს. თუმცა, ვფიქრობ მზად ვართ გამოწვევისთვის. ველოდებით ისტორიულ მატჩს. ძალიან გვსურს გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და გავახაროთ გულშემატკივარი, წარმატებისთვის კი მაქსიმუმს გავიღებთ.
ორი ფეხბურთელის გარდა, ყველა მათგანი მწყობრშია და ემზადება ოფიციალური შეხვედრისთვის. “შერიფთან” ტრავმების გამო ინტერს გისა და ელვინ ტერას მოვისაკლისებთ.
რაც შეეხება მომავალ მეტოქეს – შარშან, როდესაც ქუთაისის “ტორპედოს” შეხვდნენ ვნახეთ თუ რა ძალას წარმოადგენენ. მოლდოველები სტაბილურად თამაშობენ ევროპაში. საკმაოდ კარგ კლუბთან მოგვიწევს ორი თამაშის გამართვა, თუმცა ვეცდებით საბოლოოდ გამარჯვებულები დავრჩეთ”, – განმარტა ახალგაზრდა სპეციალისტმა.
პირველი შეხვედრა 10 ივლისს მოლდოვაში ჩატარდება.