გიორგი ჭიაბრიშვილი: “ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა”

თარიღი: აგვისტო 19, 2014

საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” 2014-2015 წლების სეზონისთვის მზადება პრაქტიკულად დაასრულა – გუნდი რამდენიმე დღეა დაბრუნდა დუშეთიდან, სადაც სამი კვირის განმავლობაში ემზადებოდა. საბურთალოელები წლევანდელ ჩემპიონატს 25 აგვისტოს, “მაჭახელასთან” საშინაო მატჩით იწყებენ, თუმცა მანამდე სათასო ბატალიებია – ხვალ, გიორგი ჭიაბრიშვილის კრებული უმაღლეს ლიგელ “სპარტაკს” დაუპირისპირდება და სასურველი შედეგის დაფიქსირებას ეცდება. 1/16 ფინალური შეხვედრის პირველ მატჩს “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანი უმასპინძლებს, შეხვედრა 17:30 დაიწყება.

მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ, საუბარი მოსამზადებელი ეტაპით დავიწყეთ:

– მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ, ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა, ბიჭები სრულად დაიხარჯნენ და ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებდნენ. თუმცა, გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა მზადების პერიოდში ტრავმა მიიღო და სრულფასოვანი შეკრება ვერ გაიარა.
დუშეთში მშვენიერი პირობები იყო, როგორც კლიმატური, ასევე სავარჯიშო მოედნები. აქცენტი ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე გვქონდა გაკეთებული, ასევე დავხვეწეთ რამდენიმე სათამაშო ტაქტიკა. მართალია, გუნდი ახალგაზრდულია, მაგრამ მზად ვართ სეზონის დაწყებისთვის.

– მზადების პარალელურად გუნდმა ამხანაგური მატჩებიც გამართა. რა შეგძინათ წლევანდელმა სპარინგ-მატჩებმა?

– პირველ რიგში დიდი გამოცდილება, რადგან საკონტროლო მატჩების უმეტესობა უმაღლესი ლიგის წარმომადგენლებთან გვქონდა. ვეთამაშეთ “ტორპედოს, “ვიტ ჯორჯიას”, “სპარტაკს”, ასევე პირველ ლიგელებს – “ლოკომოტივსა” და “გაგრას”. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ხარვეზებზე, სხვა და სხვა კომბინაციების დამუშავებაზე. სეზონი ახლა იწყება და ბუნებრივია, გუნდი საუკეთესო ფორმაში ვერ იქნება, თუმცა უახლოეს ტურებში ნელ-ნელა მოვუმატებთ.
მეორე მხრივ რომ მივუდგეთ, ამხანაგური მატჩები სრული შემადგენლობით ვერ ჩავატარეთ, რადგან ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა ასაკობრივ ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი. ამ ყოველივემ მზადებაში ცოტათი ხელი შეგვიშალა, მაგრამ ნაყოფიერი სპარინგ-მატჩები გავმართეთ.

– უმაღლეს ლიგელებთან სპარინგები მომავალში აუცილებლად წაგადგებათ. მით უფრო მაშინ, როდესაც გუნდს თასის პირველ ეტაპზე მეტოქედ ცხინვალის “სპარტაკი” ერგო. რას იტყვით მოახლოებულ შეხვედრაზე
?
– “სპარტაკი” წლების განმავლობაში უძლიერესთა რიგებში თამაშობს, საკმაოდ გამოცდილი კლუბია. თავისთავად, რომ მძიმე მატჩები გველის, თუმცა უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. მაქსიმუმს გავიღებთ, რომ ორი თამაშის ჯამში კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ოფიციალური მატჩები მაინც განსხვავდება ამხანაგურებისგან. “სპარტაკთან” დაპირისპირებები ასევე დიდ გამოცდილებას შეგვმატებს, რაც მომავალში უთუოდ წაგვადგება.

– გასული სეზონისგან განსხვავებით, გუნდი კიდევ უფრო გაახალგაზრდავებულია. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, წამსვლელ-მომსვლელთა ვინაობა?
– რამდენიმე ფეხბურთელმა უცხოეთში გააგრძელა კარიერა, რამდენიმე მათგანთან განშორება გადავწყვიტეთ. გასული სეზონიდან, რომელმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა რევაზ გოცირიძეა, ახლა იგი სამწვრთნელო შტაბშია. გოშაძე, თვარაძე, ჩომახიძე, მამუჩიშვილი, სტეფნიაშვილი, ლორენცო და ალენი – ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენს კლუბში აღარ არიან. რა თქმა უნდა, მათი წასვლა გუნდიდან დიდი დანაკლისია, მაგრამ გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მჯერა სრულფასოვნად შეცვლიან მათ. დავიმატეთ გამოცდილი გიორგი რეხვიაშვილი, ვფიქრობ იგი საგრძნობლად გააძლიერებს “საბურთალოს”.

– იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე რას იტყვით, რომლებიც ჭაბუკთა ლიგიდან დააწინაურეთ პირველ გუნდში?
– ჩვენს კლუბში პროფესიონალები და თავიანთ საქმეში უზომოდ შეყვარებული ადამიანები არიან თავშეყრილნი. “საბურთალოს” სხვა და სხვა ასაკობრივ გუნდებში მწვრთნელები წარმატებით მუშაობენ, ნიჭიერ ფეხბურთელებს სწორ მიმართულებას აძლევენ. შემიძლია გითხრათ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებზეც არჩევანი გავაკეთეთ, ნამდვილად იმსახურებენ პირველ გუნდში ყოფნას, მჯერა მალე კიდევ უფრო მოუმატებენ.

– საუბრის ბოლოს: რა იქნება “საბურთალოს” მიზანი მომავალ სეზონზე?

– მიზანი ერთია – ფეხბურთელების გაზრდა და ევროპაში მათი დაბინავება. დანარჩენს კი უკვე დრო გვიჩვენებს. ჩვენი ფეხბურთელები მუდმივად ასპარეზობენ სხვა და სხვა ასაკობრივ ნაკრებებში, რაც ჩვენი სკოლისა და კლუბის წარმატებაზე მიუთითებს.

fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ზურიკო ხვიჩაზე: “ის ქართველი მესია”

“ვოლგოგრადის “როტორის” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა....
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისის” განცხადება

საფეხბურთო კლუბი “დინამო თბილისი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმირ ვაისმა ბელარუსთან მატჩისათვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ეს იყო სამარცხვინო, ან ისტორიას გადახედონ…” – კახა კალაძე თბილისი

თბილისის მერმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ თბილისის “დინამოს” შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიამ “როტორს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Rotor Volgograd 0-2 Rubin Kazan – Khvicha Kvaratskhelia Amazing Goal pic.twitter.com/DRQgmSikDc — Giorgi […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ცეცაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, “ლვოვის” მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კორონავირუსით დაინფიცირდა. 46 წლის ქართველი სპეციალისტი ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან შენგელიამ “ბეშიქთაშს” გაუტანა (ვიდეო)

Konyaspor 1-0 Beşiktaş 28' Shengelia https://t.co/fBd4EAerZn #BeşiktaşınMaçıVar pic.twitter.com/w1gt75917T — NeTSpor Izle ⚽️ 🇹🇷 (@netsporizl...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფიას პასუხი: რამდენი ათასი ევრო ჰქონდათ ლორიას და ჩისკოს?

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ 2011 წელს გუნდში არსებულ ხელფასებზე ისაუბრა. “ჩისკოს ხელფასი 25 ათასი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომან ფიფია: “თუ ვინმე გამოჩნდება და გადაიბარებს “დინამოს”, მე…

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ფარერებზე 6-1 მარცხის შემდეგ კომენტარი გუნდის გადაბარება-გაყიდვაზეც გააკეთა. “დინამოს...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომან ფიფია: “არცერთ ფეხბურთელს საქართველოში გაჩერება არ უნდა”

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ფარერებზე 6-1 მარცხის შემდეგ ფეხბურთელებზე კომენტარი გააკეთა. “ძალიან კარგია, რომ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომან ფიფია: “ბიჭებს ვუთხარი – შეგიძლიათ ფარერებზე დარჩეთ”

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ფარერებზე 6-1 მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “მე პირადად არც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზაზა დოლიძე: “დინამოში” საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ”

თბილისის “დინამოს” გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ “კლაკსვიკთან” 6-1 მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “ჩისკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების თილისმა, ოთარ მამასახლისი უკიდურეს გაჭირვებაშია!

საქართველოს ნაკრების თილისმა, კაცი, რომელსაც ყველა ქართველი გულშემატკივარი იცნობს, ოთარ მამასახლისი უკიდურეს გაჭირვებაშია. მამასახლისი, რომელიც [&hell...
წაკითხვა