გიორგი ჭიაბრიშვილი: “რუსებს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში თუ მოვუგებთ, თან ასე”
თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსკოვის “დინამოსთან” მატჩის წინ მეტოქე გუნდის უხეშ თამაშზე კომენტარი გააკეთა.
“მახარებს, რომ ძალიან მაღალი დონის მსაჯი იქნება. ჩემ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ არანაირ პროვოკაციას არ უნდა აყვნენ, არც ლაპარაკი, არც გაფორმება. მოსკოვის “დინამო” ასეთი ცუდი კუთხითაც არ დამინახავს და არ მაქვს უფლება, ასე პირდაპირ ვისაუბრო მათზე. ჩვენ ჩვენ სახეს შევინარჩუნებთ, თავდადებით გამოვალთ მოედანზე, რათა შედეგს მივაღწიოთ. გეთანხმებით, ძალიან უხეშად ითამაშეს, ვნახე კვარაცხელიას ეპიზოდიც, მასაც ძალიან ცუდად ეთამაშეს. საერთოდ, როცა ქართველი თამაშობს, თამაშობს ისე როგორც კვარაცხელია. ეს ჩვენ გენეტიკაშია. რუსებს ვერც ათლეტიზმში მოვუგებთ და ვერც ფულით, მოვუგებთ მხოლოდ ჩვენი გენეტიკით და ფეხბურთის ასეთი თამაშით”, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.
“ლოკომოტივი” “დინამოს” ხვალ 21:00 საათზე მიხეილ მესხზე უმასპინძლებს.