გიორგი ჭიაბრიშვილმა თურქული შეკრება შეაფასა

თარიღი: თებერვალი 22, 2015

აფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” დღეს მოკლე ვარჯიში გამართა, ხვალ კი მეორე წრის პირველი ოფიციალური მატჩია. გუნდის დღევანდელ მდგომარეობაზე, თურქულ შეკრებასა და მოახლოებულ პირველობაზე კლუბის მთავარი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გიორგი ჭიაბრიშვილი გვესაუბრება.

– გიორგი, როგორ ჩაიარა თურქულმა შეკრებამ და რამდენად კმაყოფილი ხართ?
– ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული – იდეალური პირობები, შესანიშნავი სასტუმრო, კარგი სპარინგ-მატჩები, საუკეთესო მინდვრები. ორი კვირის განმავლობაში შესანიშნავ გარემოში ვემზადებოდით, ყველაფერს კი მოახლოებული ოფიციალური მატჩები გვაჩვენებს.
– რა უარყოფითი და დადებითი მხარეები დაგანახათ შეკრებამ?
– თურქულ შეკრებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ევროპის საშუალო დონის გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია. გვაქვს იმის რესურსი, რომ კიდევ უფრო მოვუმატოთ თამაშს და უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ასეთ მაღალ დონეზე თუ ვითამაშებდით. შეიძლება ითქვას პირველი სერიოზული გამოცდა იყო ჩვენი ფეხბურთელებისთვის. მართალია, ამხანაგური მატჩები იყო, მაგრამ ისეთი დონის კლუბებთან გაჯიბრება, როგორებიც თურქულ შეკრებაზე იყო, მომავალში აუცილებლად გამოგვადგება.
რაც შეეხება უარყოფით მხარეს – აშკარად გამოჩნდა, რომ მოედანზე მეტოქეზე ბევრად ნაკლებს ვმოძრაობთ. ეს არა მარტო “საბურთალოს”, არამედ მთლიანად ქართული კლუბების პრობლემაა. ისეთ პირველობაზე გვიწევს ასპარეზობა, რომ ტემპი დაბალია, მოძრაობები ნაკლები. ამადაცაა, რომ ევროპულ ასპარეზზე გვიჭირს თამაშები. უნდა ვეცადოთ, რომ ამ კუთხით გამოვასწოროთ მდგომარეობა.
– თურქეთში ხუთი ამხანაგური მატჩი გამართეთ, როგორ დაახასიათებთ ყოფილ მეტოქეებს?
– “ბეროე” ათლეტური, მოძრავი კლუბი იყო, არც ფიზიკა-ტაქტიკა დაეწუნებოდა. ბულგარელებს პირველ შეხვედრაში დავუპირისპირდით, ჩვენ ვიწყებდით მზადებას, ისინი კი ასრულებდნენ შეკრებას. ასეთ დროს მეტოქეს უპირატესობა აქვს, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ტოლ-სწორად გვებურთავა. ჩვენთან თამაშის შემდეგ, “ბეროემ” რამდენიმე დღეში ჩემპიონატში “ლუდოგორეცს” იმ ანგარიშით მოუგო, რა შედეგითაც ჩვენ დაგვამარცხა. არადა, “ლუდოგორეცი” ბოლო წლებში აღმავლობას განიცდის, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობს, მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს.
რაც გამოჩნდა ამ შეკრებაზე ის იყო, რომ ჩვენს 18-19 წლის ფეხბურთელებს მოწინააღმდეგის რიდი და შიში არა აქვთ, ყველასთან გამოდიან და ბოლომდე ბრძოლობენ, გამოცდილ ფეხბუღთელებს არაფერს უთმობენ.
– “საბურთალო” ძირითადა 4-3-3 განლაგებით ასპარეზობს, თუმცა შეკრებაზე     4-4-2 ტაქტიკას ამუშავებდით. მეორე წრიდან, ხომ არ გეგმავთ ტაქტიკის შეცვლას?
– არ ვუყურებ იმას, თუ როგორ მოწინააღმდეგეს ვხვდებით, ვთამაშობთ იმ ფეხბურთს, რაც იმ მომენტისთვის იდეალურია. ახალგაზრდა ფეხბურთელები, რაც უფრო მეტ ტაქტიკას აუღებენ ალღოს, მათთვის უკეთესი, რადგან შემდგომ ნებისმიერ ევროპის წამყვან კლუბში გაუადვილდებათ ასპარეზობა. არ გამოვრიცხავ მომავალში 3-5-2 ტაქტიკით ვითამაშოთ. უნდა გვქონდეს რამდენიმე ვარიანტი დამუშავებული, რადგან არ ვიცით, რა დროს რა განლაგებით მოგიწევს თამაში.
– კლუბში ორი ახალწვეულია – სოფრომაძე და ჯიქია. ისინი როგორ შეეწყვნენ?
– ხანდახან ხდება, რომ ადაპტაცია ახალ კლუბში უჭირთ ფეხბურთელებს, თუმცა ორივე მათგანმა ეს ბარიერი მარტივად გადალახა. ჯიქია და სოფრომაძე ისეთ სტილში თამაშობენ, რა ფეხბურთსაც “საბურთალო” თამაშობს, ამ ფეხბურთელებზე გვქონდა ინფორმაცია და ამადაცაა, რომ უკვე კლუბის სრულუფლებიანი წევრები არიან. ორივე მათგანით კმაყოფილი ვარ და მჯერა მომავალში სარგებლობას მოგვიტანენ.
– შეკრებაზე “საბურთალომ” შვიდი გოლი გაიტანა, აქედან შვიდივე ბურთი ნახევარმცველების ანგარიშზეა. თავდასხმის ხაზში გარკვეულ პრობლემები ხომ არ არის?
– არა აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, ან საგოლე გადაცემას ვინ გააკეთებს, მთავარია გუნდმა აჩვენოს შედეგი და წარმატებები იყოს. ფუნქციები ყველა ფეხბურთელს თანაბრად აქვს გადანაწილებული. მოხარული ვარ, რომ იმ კლუბის მთავარი მწვრთნელი ვარ, სადაც გუნდური სულისკვეთება სუფევს და ყველა ერთ მუშტად არის შეკრული.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ხუთივე შეხვედრაში გოლის გატანა მოვახერხეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ბევრად გამოცდილ კლუბებს ვეთამაშეთ, ყველა მატჩებში შევძელით თავის გამოჩენა.
– ტრავმებზე მინდა გკითხოთ – ამ მრივ რა მდგომარეობაა კლუბში, რამდენად ჯანმრთელად არიან ფეხბურთელები?
– ჩემს სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა ისე, რომ გუნდი დაბრუნდა შეკრებიდან ფაქტობრივად ტრავმების გარეშე. შესაძლოა მიკრო დაზიანება რამდენიმე მათგანს აქვს, მაგრამ განსაკუთრებით არაფერი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც საწვრთნელ პროცესს ბოლო დღეებში გამოეთიშა, ეს ლუკა ბლიაძე იყო, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ სერიოზული არაფერია და იგიც მალე განაახლებს ვარჯიშს.
– პირველი წრის დიდი ნაწილი გამოტოვა კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა და გამოცდილმა ფეხბურთელმა ზურაბ მენთეშაშვილმა. მართალია, გუნდს შეუერთდა და ვარჯიშობს, თუმცა ამ ეტაპზე ინდივიდუალურად. როდის შეუდგება “მენთეშა” სრულად საწვრთნელ პროცესს?
– როგორც მეუბნებიან მენთეშაშვილი მალე შეუდგება გუნდთან ერთად ვარჯიშს, თუმცა მას კიდევ სჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ ტრავმა სრულად მოირჩინოს. სიმართლე გითხრათ მის ტრავმაზე არ ვნერვიულობ, რადგან მას აქვს დრო იმისათვის, რატა სრულად მომჯობინდეს. კარგი იქნება თუ მეორე წრეში რამდენიმე შეხვედრას ჩაატარებს… თუ ისე მოხდა, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ, ზურას გამოცდილება ძალიან წაგვადგება.
– მეორე წრის პირველი მატჩი კარსაა მომდგარი, ხვალ ხელვაჩაურის “მაჭახელას” ვუმასპინძლებთ. რას იტყვით მომავალ მეტოქეზე?
– როგორი ინფორმაციაც მაქვს, პირველ წრეს თუ ავიღებთ, დიდი ცვლილებები გუნდში არ მომხდარა, თუმცა მოწინააღმდეგე მებრძოლი კლუბია. ხელვაჩაურელთა რიგებში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს. მართალია, პირველ წრეში ორივეჯერ შევძელით მათი დამარცხება, მაგრამ წარმატების მიღწევა რთული იყო, განსაკუთრებით სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში.
მჯერა რომ გუნდი კარგად არის მომზადებული და სათანადოდ ხვდება ჩემპიონატის განახლებას. ვნახოთ, ყველაფერს დარჩენილი მეორე წრე დაგვანახებს.

fcsaburtalo.ge 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ხორვატია რაკიტიჩის და მოდრიჩის გარეშე დარჩა

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ხვალინდელ შეხვედრაში ივან რაკიტიჩი და ლუკა მოდრიჩი არ მიიღებენ მონაწილეობას. რაკეტა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არიენ რობენმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა გარემარბმა არიენ რობენმა საფეხბურთო კლუბ “გრიუნვალდის” (მიუნხენი) სისტემაში სამწვრთნელო კარიერა დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტირანაში მინდვრის მორწყვის სისტემა არაზუსტად დაამონტაჟეს და ბალახის ნაცვლად ტრიბუნა დასველ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:2) შესვენებისას კურიოზული შემთხვევა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო გვილია: “მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებთან კარგი თამაში გველოდება”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის მზადებას ხორვატიაში განაგრძობს. ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ პულაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზინჩენკოს რეაქცია უკრაინის ნაკრების მიერ სერბეთის კარში ბოლო წუთზე გატანილ გოლზე (ვიდეო)

17 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფის ლიდერი უკრაინა სტუმრად მესამე ადგილზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიო მზადაა, ლონდონში მუშაობისთვის, “რეალს” უარი უთხრას

საფეხბურთო სამყაროში თვლიან, რომ ჟოზე მოურინიო მწვრთნელის პოზიციას უახლოეს მომავალში უნდა დაუბრუნდეს. პრესაში ვრცელდებოდა ხმები, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ მოიქცნენ კოსოვოელი ფანები ინგლისის ჰიმნის დროს (ფოტო, ვიდეო)

17 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კოსოვოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ინგლისს უმასპინძლა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების ისტორიაში შევიდა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ინგლისი ნაკრებმა გასვლით შეხვედრაში კოსოვოს განადგურება შეძლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “ლუქსემბურგის ნაკრების მოედანი კარტოფილის მინდორს უფრო ჰგავდა” (ფოტო)

პორტუგალიის ეროვნული გუნდის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:0) [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუქსემბურგელი ფანები რონალდუს: “მესი! მესი! მესი!”

17 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებმა სტუმრად ლუქსემბურგი 0:2 დაამარცხა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიერი ანრი, შესაძლოა, “ბარსელონას” მწვრთნელი გახდეს

“მონრეალ იმბპაქტის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ტიერი ანრი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში კატალონიის “ბარსელონას” თავკაცის რა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი არაბიძეს 3-4 თვე გაუცდება

თურქული “ადანასპორის” 21 წლის ნახევარმცველს, გიორგი არაბიძეს ტრავმის გამო 3-4 თვე გაუცდება. არაბიძემ კოჭის ტრავმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს – საფეხბურთო სამყარო კვლავ გაერთიანდა

ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაჭერილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას საფეხბურთო სამყაროც შეუერთდა. თბილისის “დინამოს...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასილასი: “უეფამ საკუთესოდ ვან დეიკი დაასახელა, ფიფამ – მესი. კრიტერიუმები ალო

“პორტუს” კიპერმა იკერ კასილასმა ფიფასა და უეფას ინდივიდუალური ჯილდოების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ესპანელი აღნიშნავს, […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტონი კროოსის ლამაზი გოლი ბელორუსის კარში (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, გერმანიისა და ბელორუსის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 55-ე წუთზე […]...
წაკითხვა