გიორგი თევზაძე “საბურთალოში” დაბრუნდა
“საბურთალოს” აღზრდილი გიორგი თევზაძე, რომელიც ბოლოს სლოვაკურ “ჟილინაში” თამაშობდა, “საბურთალოს” დაუბრუნდა.
ამპლუით მარცხენა მცველი თბილისელებს თურქულ შეკრებაზე დღეს დილით შეუერთდა.
თევზაძე ბოლოს სლოვაკურ “ჟილინაში” თამაშობდა, სადაც თბილისის “დინამოდან” 2018 წელს გადავიდა. “საბურთალოში” ფეხბურთელი 2013-15 წლებში ასპარეზობდა და 26 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.
“საბურთალო” საქართველოს ღირსეული ჩემპიონია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ტიტული შევინარჩუნოთ. ასევე, ევროტურნირებზე ღირსეულად უნდა ვითამაშოთ და ვასახელოთ საქართველო. რთული იქნება ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, თუმცა შეუძლებელი არაფერია. ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო კლუბის წარმატებაში” – განაცხადა გიორგიმ კლუბის ვებ-გვერდთან ინტერვიუში.
ჩემპიონმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლევან კაკუბავა, ინტერს გი, დენის შელიხოვი, ომარ მიგინეიშვილი და თამაზ ბაბუნაძე დაიმატა.