გიორგი თევზაძისა და ვან ბრონხოშტის გოლები (ვიდეო)
21 აგვისტოს, საქართველოს უმაღლესი ლიგის მეორე ტურში, “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამო” მიიღო და ანგარიშით 1:4 დამარცხდა. მატჩის მე-15 წუთზე, დინამოელთა მარცხენა მცველმა გიორგი თევზაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ეს გოლი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ჯოვანი ვან ბრონხოშტის მიერ ურუგვაის ნაკრების კარში გატანილ გოლს ძალიან ჰგავს.