გიორგი ცინცაძის პირველი ფრანგული ტიტული
გიორგი ცინცაძე ახალ ფრანგულ კლუბს სწრაფი ტემპით ეწყობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა მონაწილეობა მიიღო DLSI-ის თასის გათამაშებაში, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობდა და რომლის გამარჯვებულიც, ქართველი კალათბურთელის დიდი თანამონაწილეობით, „გრაველინი“ გახდა.
ნახევარფინალში გრავენილინს თანამემამულე ნანსი შეხვდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 84:80 დაამარცხა. ქართველმა უკანახაზელმა 16 ქულა დააგროვა და თავისი გუნდის შემადგენლობაში ბომბარდირი გახდა. მეორე ნახევარფინალში ბელგიურმა მონსმა ფრანგული ლე ავრი დაამარცხა.
ფინალურ მატჩში გრაველინელებმა იოლად დაჯბნეს ბელგიელები და საბოლოოდ 86:67 იმარჯვეს. ცინცაძემ ფინალში შედარებით მოკრძალებული გახლდათ, 7 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, თუმცა ეს თამაშის სცენარის გამო მოხდა. არათანაბარ ბრძოლაში გრაველინის მწვრთნელმა სათადარიგოებსაც მისცა თავის გამოჩენის საშუალება.
საფრანგეთის ჩემპიონატი 2 ოქტობერს იწყება. პირველ ტურში გრაველინის მეტოქე რუანი იქნება.