გიოტცე: “კლოპი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემ ცხოვრებაში”
“პსვ ეინდჰოვენის” ნახევარმცველმა, მარიო გიოტცემ, თავისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი მოვლენა გაიხსენა. საუბარია 2013 წელს “ბორუსიადან” “ბაიერნში” განხორციელებულ ტრანსფერზე.
“მამაჩემი ძალიან ბედნიერი იყო, რადგან იცოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მწვრთნელის როლი ახალ კლუბში. ის ხედავდა, თუ როგორ მუშაობდა კლოპი ჩემთან, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. მას შემდეგ კი პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ვთამაშობდი.
კლოპი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემ ცხოვრებაში. ჩვენ ძალიან კარგი, ნდობით აღსავსე ურთიერთობა გვქონდა. გვარდიოლასთან კი უბრალოდ საქმიანი ურთიერთობა მქონდა.
21 წლის ვიყავი, როდესაც “ბაიერნში” გადასვლა გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, ამან დიდი შტორმი გამოიწვია. ახლა ვფიქრობ, რომ შემეძლო კიდევ ცოტა ხანს დავრჩენილიყავი კლოპთან, მაგრამ “ბაიერნში” გადასვლა შეცდომა არ ყოფილა. ახალი გამოწვევები და პეპის გაცნობა მინდოდა,” – აცხადებს გიოტცე.