გიუნდოგანი “სიტის” მესამე ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

თარიღი: სექტემბერი 21, 2020

ილკაი გიუნდოგანი “მანჩესტერ სიტის” მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კორონავირუსის ტესტირებაზე დადებითი პასუხი მიიღო. შედეგად, გერმანელი ფეხბურთელი სეზონის გახსნით მატჩს გამოტოვებს “ვულვერჰემპტონ ვანდერერსთან”.

ინფორმაცია გიუნდოგანის დაინფიცირების შესახებ “მანჩესტერ სიტის” ოფიციალურმა გვერდმა გამოაქეყნა. ილკაის თვითიზოლაციის მკაცრი წესების დაცვა მოუწევს ათი დღის მანძილზე.

გიუნდოგანის გარდა კორონავირუსი “მანჩესტერ სიტიში” მოთამაშე ორ ფეხბურთელს – რიად მარეზსა და აიმერიკ ლაპრორტს დაუდასტურდათ (თვის დასაწყისში).



მსგავსი სიახლეები