გივი მაჭარაშვილმა ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის ფინალში რუსი დაამარცხა (ვიდეო)
დიდი წარმატებით დაიწყო საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დღეს 28 მარტს უნგრულ სომბათეიში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლა. შეჯიბრების პირველ დღეს 4 წონით კატეგორიიდან ზურაბ ჭიღლაძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა 3 მედალი – 2 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონები ავთანდილ კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (97) გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ივერიკო ჯულაყიძე (65) დაეუფლა.
გივი მაჭარაშვილმა (97) ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძის ძლევით 8-6 დაიწყო, შემდეგ რუმინელ ვასილე კარასის 10-4 მოუგო, ნახევარფინალში კი თურქი იუნუს ემრე დედე იოლად ქულების აშკარა უპირატესობით 14-4 დაამარცხა. ფინალში კი ქართველ ფალავანს ტიტულოვანი რუსი მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში გიორგი გოგაევი ელოდა, ფინალი საოცრად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, შეხვედრის მიწურულს მაჭარაშვილი 10-9-ს ამარცხებდა მეტოქეს თუმცა ბოლო წამებზე მოწინააღმდეგე ბეჭებზე გააკრა და წმინდა გამარჯვება იზეიმა.
იხილეთ შეხვედრის ბოლო მონაკვეთი
მთლიანი შეხვედრა
Wrestling.Ge