გივი მაჭარაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში 43 წამში გაიმარჯვა (ვიდეო)
27 ივნისს, თავისუფალ ჭიდაობაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გივი მაჭარაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭიდავე ფინალში იტალიელ სიმონე იანატონის დაუპირისპირდა და მეტოქე 43 წამში დაამარცხა.
ოქროს მოსაპოვებლად ერთი გამარჯვება დააკლდა ნიკა კენჭაძის ვინც ვერცხლის მედალს დასჯერდა,ფინალამდე კი 4 მეტოქე სუფთა გამარჯვებით ჩამოიშორა, ფრანგი ანდრე აფა 55 წამში წმინდად დაამარცხა, მომდევნო შეხვედრაში 1:52 წუთში 10-0 მოუგო სომეხ არმან ავაგიანს, 5:09 წუთი დასჭირდა გერმანელი კრისტოფ სტეინფორტის დასამარცხებლად 12-2, ნახევარფინალში კი 1:07 წუთში წმინდად მოუგო თურქ მუჰამეტ კუჩუკილდირიმის.
ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ედემი ბოლქვაძე რუმინელ სტეფან კომანს 5-1 მოუგო, მანამდე კი 4 შეხვედრა ჩაატარა, მაკედონიელ ელმედინ სეიფულაის 8-0, პოლონელ ბარტოზს სტავინოგას 10-0 და თურქ უტკუ დოგანს 8-7 სძლია, ნახევარფინალში კი ბოლო წამებზე დამარცხა უკრაინელ ანდრეი იაცენკოსთან.
იხილეთ მაჭარაშვილის შეხვედრის ვიდეო