გიჟური შეთავაზება “პსჟ”-სგან: ტევესს არგენტინაში დაბრუნებას გადააფიქრებინებენ
ფრანგული კლუბი “იუვენტუსის” შემტევს ზღაპრულ ხელფასს სთავაზობს.
ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, სადაც “იუვენტუსი” ტრიპლეტთან ახლოსაა, გუნდის მთავარი შემოქმედი კარლოს ტევესი გახლდათ, რომელსაც ჯამში 29 გოლი დაუგროვდა.
არგენტინელმა არაერთხელ განაცხადა, რომ 2016 წელს იტალიურ გუნდთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, “ბოკა ხუნიორსში” თავისი სურვილით სურს დაბრუნება.
თუმცა, პრესის ცნობით, ტევესის გადაწყვეტილებით “პსჟ” იმედგაცრუებული დარჩა. საფრანგეთის ჩემპიონები კარლოსს გიჟურ შეთავაზების გაკეთებას უპირებენ, რის შემდეგაც გამოცდილ წინახაზელს წელიწადში 12 მილიონი ექნება.
31 წლის შემტევის გასაფორმებლად “ატლეტიკოც” იბრძვის. რა თქმა უნდა, “ლეიბები” ფრანგულ გუნდს ფინანსურად ვერ გაუწევენ კონკურენციას, მაგრამ ესპანურ კლუბს ის აქვს პრივილეგია, რომ მათ დიეგო სიმეონე წვრთნის.