„გლადიატორები“ უკრაინელ ფანებს დაეხმარებიან
ფოთის „კოლხეთთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ფანკლუბ „გლადიატორების“ წევრებს მაისურები გადასცეს. როგორც გაირკვა, აღნიშნულ მაისურებს „გლადიატორების“ წევრები ქველმოქმედებას მოახმარენ და უკრაინელ ფანებს დაეხმარებიან.
„შეხვედრის დასრულების შემდეგ დინამოელებმა „გლადიატორებს“ სათამაშო მაისურები გადასცეს, რომელსაც ფანკლუბის წევრები საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებენ. ჩვენი გუნდის მაისურები აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხა გადაეცემათ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ფანებს, რომლებიც თავის მხრივ, ფულს არმიაში გადარიცხავენ. „გლადიატორებმა“ რამდენიმე თვის წინ უკვე გაუგზავნეს ფული უკრაინულ არმიას“, – ნათქვამია ფანკლუბის ფეისბუქის გვერდზე.