„გლადიატორებმა“ უკრაინელების დასახმარებლად მაისურების აუქციონი დაიწყეს
როგორც აქამდე მოგახსენეთ, 22 სექტემბერს ფოთის „კოლხეთთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ფანკლუბ „გლადიატორების“ წევრებს მაისურები გადასცეს, რომლებსაც ფანკლუბი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ფეხბურთის ფანების დასახმარებლად გამოიყენებს.
„გლადიატორებმა“ მაისურების აუქციონის ჩატარება გადაწყვიტეს, შემოსულ თანხას კი, მთლიანად უკრაინულ მხარეს გადასცემენ.
აუქციონის წესების ხილვა ფანკლუბის ფეისბუქის გვერდზე შეგიძლიათ (https://www.facebook.com/media/set/?set=a.814406515276468.1073741834.304741229576335&type=1) – თითოეული მაისურის საწყისი ფასი არის 50 ლარი. კომენტარებში წერთ თქვენთვის მისაღებ თანხას რომელსაც გადაიხდით მაისურში. მაისურზე ფასის მომატების მინიმალური თანხა არის 5 ლარი. (მაგალითად: 55 ლარი, 60 ლარი, 65 ლარი და ა.შ.). კომენტარებში ვისაც ყველაზე მაღალი თანხა ექნება დაფიქსირებული მას დავუკავშირდებით პირად შეტყობინებაში, იმ შემთხვევაში თუ კი ვეღარ ახერხებს იმ თანხის გადახდას რაც კომენტარში დააფიქსირა, დავუკავშირდებით მას ვინც ამ ადამიანის შემდეგ დაასახელა ყველაზე დიდი თანხა.
აუქციონი შაბათს 16:00 საათზე დაიწყო და იგი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
პ.ს. იმ შემთხვევაში თუ ვიღაც ილაზღანდარებს და დაწერს არარეალურ თანხას (300, 375, 745 ლარი, კომენტარი წაიშლება).