გლები: “ბარსელონამ” მთვრალი რონალდინიო და დეკუ მესის გადასარჩენად გაყიდა”
“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ალექსანდრ გლები, კატალონიურ გრანდში გატარებული დროზე საუბრისას იხსენებს, თუ რა მიზნით გაყიდა “ბლაუგრანამ” ორი ვარსკვლავი რონალდინიო და დეკუ.
გლები, რომელიც “ბარსელონას” “არსენალიდან” სწორედ მაშინ შეუერთდა, როდესაც რაიკარდი გვარდიოლამ შეცვალა, იხსენებს: “ერთხელ რონალდინიო და დეკუ ვარჯიშზე მთვრალები მოვიდნენ. სწორედ ამიტომ გაყიდა “ბარსელონამ” ისინი 2008 წელს, მესის გადასარჩენად. არ უნდოდათ მესიც ჩაეთრიათ ამ საქმეში.
სიმართლე გითხრათ, საერთოდაც არ მინდოდა “ბარსელონაში” გადასვლა. მერჩივნა, “ბაიერნში” წავსულიყავი ან ლონდონში დავრჩენილიყავი. თუმცა აგენტები მარწმუნებდნენ, რომ “ბარსელონა” უკეთესი ვარიანტი იყო, რადგანაც გვარდიოლა უკავშირდებოდა მათ.
“ბარსაში” გადასვლის შემდეგ, გარკვეული პერიოდი ტიერი ანრისთან ვცხოვრობდი. მან მითხრა: “დარჩი, მანამ რამეს იპოვი. სასტუმროში მოწყენილობაა.” ამიტომაც ერთ თვეზე მეტი დავრჩი მასთან,” – აცხადებს გლები.