გნაბრი: “პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ”
სერჟ გნაბრიმ კარიერა 2012 წელს ლონდონის “არსენალში” დაიწყო. გერმანელმა ბოლო მომენტში გამოანათა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ვერ მოიკიდა ფეხი არსენ ვენგერის პირველ გუნდში და სამშობლოში დაბრუნდა. როგორც იცით, იგი ბრემენის “ვერდერის” ღირსებას იცავს. მან აღნიშნული გუნდის მაისურით, ბუნდესლიგის 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
21 წლის მოთამაშეს ჰკითხეს, მომავალ ზაფხულს აპირებს თუ არა გუნდის დატოვებას.
“ახლა არ ვფიქრობ ჩემს მომავალზე. ამ წლების მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის ვისწავლე, რომ სეზონის მიმდინარეობისას, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტულ მატჩზე უნდა მოახდინო კონცენტრაცია. მეც ასე ვარ. ამ მომენტში “ვერდერის” ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდში წარმატებული ასპარეზობა მსურს.”
“ჩემი მომავალიც ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებ ამ სეზონში. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ ზაფხულს პრემიერ ლიგაში დავბრუნდე,” – განაცხადა ახალგაზრდა სპორტსმენმა.