Goal ადასტურებს: ვენგერის მომავალი გადაწყვეტილია
Goal-ის მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი “ემირეიტსზე” კიდევ ორი წლით დარჩება.
როგორც იცით, 67 წლის ფრანგ სპეციალისტს მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრი გულშემატკივარი განუდგა, თუმცა, როგორც ჩანს, “არსენალის” ხელმძღვანელები კვლავ ენდობიან ვენგერის შესაძლებლობებს.
წყაროს ცნობით, დღეს, ორშაბათს ვენგერმა და სტან კროენკემ საიდუმლო შეხვედრა გამართეს, სადაც გადაწყდა, რომ არსენ ვენგერი “მეთოფეებს” კიდევ ორი წლით მოამზადებს.