Goal.com-მა სეზონის 50 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ცნობილმა საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა, თავისი ვერსიით, 2013/14 წლების სეზონის საუკეთესო 50 მოთამაშის ვინაობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ადგილი ამ 50 ფეხბურთელს შორის მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ დაიკავა. პრიზს რონალდუ საიტისგან უკვე მესამედ იღებს – აქამდე საუკეთესო ფეხბურთელად Goal.com-ის მიერ პორტუგალიელი 2008 და 2012 წლებში დასახელდა.
შარშან სეზონის საუკეთესო მოთამაშედ „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი დასახელდა.
მეორე ადგილი წელს მიუნხენის „ბაიერნისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა არიენ რობენმა დაიკავა, ხოლო ნახსენებმა ლიონელ მესიმ სამეულში მოხვედრა შეძლო.
სეზონის საუკეთესო 50 ფეხბურთელის სრული სია Goal.com-ის ვერსიით შემდეგნაირად გამოიყურება:
1. კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის „რეალი“, პორტუგალია)
2. არიენ რობენი (მიუნხენის „ბაიერნი“, ჰოლანდია)
3. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა)
4. ფილიპ ლამი (მიუნხენის „ბაიერნი“, გერმანია)
5. თომას მიულერი (მიუნხენის „ბაიერნი“, გერმანია)
6. ხამეს როდრიგესი („მონაკო“, კოლუმბია)
7. ლუის სუარესი („ლივერპული“, ურუგვაი)
8. თიბო კურტუა (მადრიდის „ატლეტიკო“, ბელგია)
9. არტურო ვიდალი („იუვენტუსი“, ჩილე)
10. სერხიო რამოსი (მადრიდის „რეალი“, ესპანეთი)
11. ზლატან იბრაჰიმოვიჩი („პარი სენ-ჟერმენი, შვედეთი)
12. ივან რაკიტიჩი („სევილია“, ხორვატია)
13. ანხელ დი მარია (მადრიდის „რეალი“, არგენტინა)
14. დიეგო კოსტა (მადრიდის „ატლეტიკო“, ესპანეთი)
15. მარკო როისი (დორტმუნდის „ბორუსია“, გერმანია)
16. ტონი კროოსი (მიუნხენის „ბაიერნი“, გერმანია)
17. რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდის „ბორუსია“, პოლონეთი)
18. აარონ რემზი („არსენალი“, ინგლისი)
19. იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“, კოტ-დ’ივუარი)
20. მირალემ პიანიჩი („რომა“, ბოსნია და ჰერცეგოვინა)
21. მატს ჰუმელსი (დორტმუნდის „ბორუსია“, გერმანია)
22. მანუელ ნოიესი (მიუნხენის „ბაიერნი“, გერმანია)
23. კეილორ ნავასი („ლევანტე“, კოსტა რიკა)
24. დიეგო გოდინი (მადრიდის „ატლეტიკო“, ურუგვაი)
25. ხავიერ მასკერანო („ბარსელონა“, არგენტინა)
26. გარეთ ბეილი (მადრიდის „რეალი“, უელსი)
27. ვინსენ ენიეამა („ლილი“, ნიგერია)
28. ხუან კუადრადო („ფიორენტინა“ კოლუმბია)
29. ედენ აზარი („ჩელსი“, ბელგია)
30. ნეიმარი („ბარსელონა“, ბრაზილია)
31. ჯოელ კემპბელი („არსენალი“, კოსტა რიკა)
32. ბლეის მატუიდი („პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი)
33. ენცო პერესი („ბენფიკა“, არგენტინა)
34. ჩარლზ არანგუიზი („ინტერნასიონალი“, ჩილე)
35. ასამოა ჯიანი („ალ-აინი“, განა)
36. დეილი ბლინდი („აიაქსი“, ჰოლანდია)
37. ჟერვინიო („რომა“, კოტ-დ’ივუარი)
38. პოლ პოგბა („იუვენტუსი“, საფრანგეთი)
39. რაფა მარკესი („ლეონი“, მექსიკა)
40. აბდელმუმენ ჯაბუ („კლაბ აფრიკენი“, ალჟირი)
41. რობინ ვან პერსი („მანჩესტერ იუნაიტედი“, ჰოლანდია)
42. დავიდ სილვა („მანჩესტერ სიტი“, ესპანეთი)
43. ჩირო იმობილე („ტორინო“, იტალია)
44. სერჟ ორიე („პარი სენ-ჟერმენი“, კოტ-დ’ივუარი)
45. იოშიტო ოკუბო („კავასაკი ფრონტალე“, იაპონია)
46. მეტ ბესლერი („სპორტინგ კანზას-სიტი“ აშშ)
47. ჯანერ ერკინი („ფენერბაჰჩე“, თურქეთი)
48. ნადირ ბელჰაჯი („ალ-სადი“, აჟირი)
49. კიმ შინ-იუკი („ულსან ჰიონდე“, კორეის რესპუბლიკა)
50. ტიმ კეიჰილი („ნიუ-იორკ რედ ბულსი“, ავსტრალია)