გოჩა თანდარაშვილი: “მწვრთნელიც უნდა ხვდებოდეს და…”
საქართველოს ნაკრების გულშემატკივარმა, გოჩა თანდარაშვილმა ირლანდიასთან დაფიქსირებულ ფრეზე და გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.
“თამაშის ხარისხი ალბათ უკეთესი იყო, ვიდრე წინა თამაშებში გვინახავს. იყო ძალიან ბევრი მომენტი, რომელიც ჰგავდა ფეხბურთს. რა თქმა უნდა, შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი. მე ოპტიმისტი, მაქსიმალისტი და ყოველთვის მინდა, რაც შეიძლება მეტს მივაღწიოთ. თამაში ხარისხი იყო უკეთესი, თუმცა როცა კარში ვერ არტყამ, რანაირად შეიძლება იყოს, მაგრამ საერთო ჯამში, უპირატესობა ჩვენ გქონდა. მე-2 ტაიმში ირლანდია ფრეზე ყაბულს იყო და არც ცდილობდნენ, ნელა მოქმედებდნენ. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ირლანდიას, რომელიც ჯგუფში პირველ ადგილზეა, თამაშით ვაჯობეთ. შედეგიანობის გაზრდისთვის მეტი აგრესიაა შეტევაში საჭირო, მეტი გამოზომილი ბოლო პასი. დღეს გულდაწვეტილი წამოვედი.”
“იმედია ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. მთავარი ჩვენი ამბავი გაზაფხულზე არის, იმედია, იმ გაზაფხულისთვის მაქსიმალურად კარგ ფორმაში იქნებიან ბიჭები. არ იღლებოდნენ ისე მალე, როგორც რამდენიმეს დაეტყო დაღლა და ჩემი მოკრძალებული აზრით, მწვრთნელიც ხვდებოდეს და ცოტა მალე გააკეთოს შეცვლა. ბოდიშს ვიხდი კომპეტენტურ ადამიანებთან”, – განაცხადა თანდარაშვილმა.
ირლანდიას დღეს ბურთის უპირატესობაში ვაჯობეთ, თუმცა კარგი ზუსტად ვერ დავარტყით. შეხვედრა 0-0 დასრულდა.