გოჩა ტყებუჩავა: “ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე შემტევი და ლამაზი ფეხბურთით გასვლაა”

თარიღი: ოქტომბერი 25, 2014

ხვალ, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. გოჩა ტყებუჩავს გუნდს მეტოქეობას პოლონეთის, ესტონეთის და ლიხტენშტეინის გუნდები გაუწევენ. მატჩები კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის ძირითად და სათადარიგო მოედნებზე გაიმართება.

გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა დღეს ლიხტენშტეინის წინააღმდეგ ტურნირის სასტარტო მატჩის გამართვამდე უკანასკნელი ვარჯიში ჩაატარეს, რის შემდეგაც მედიისთვის კომენტარებიც გააკეთეს.

გოჩა ტყებუჩავა (მთავარი მწვრთნელი): “ნაკრების მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დღეს, ტურნირის დაწყებამდე ბოლო ვარჯიში ჩავატარეთ. საკადრო თვალსაზრისით გვაქვს მცირე პრობლემები. ტრავმების გამო ორი მოთამაშე დაგვაკლდება, თუმცა მათ გვარებს ამ ეტაპზე შეგნებულად არ დავასახელებ.

პირველ მოწინააღმდეგეზე ბევრ ინფორმაციას არ ვფლობთ. ვიცით, რომ ლიხტენშტეინი საკმაოდ ბევრ გოლს უშვებს და ცოტა გააქვს. ტურნირზე გულშემატკივარტა მხარდჭერას დიდი მნიშვნელობა იქნება, ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვენს სანახავად ევრი ხალხი მოვა. ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე შემტევი და ლამაზი ფეხბურთით გასვლაა.” 

გიორგი არაბიძე (ფეხბურთელი): “გუნდში კარგი განწყობაა. ათი დღეა რაც შევიკრიბეთ და კარგად ვემზადებით. დადებითი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად დავიხარჯებით. ლიხტენშტეინთან შეხვედრაში რაც შეიძლება დიდი ანგარიშით გამარჯვებაა საჭირო” 

საქართველოს ნაკრები ტურნირს შემდეგი შემადგენლობით ჩაატარებს:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი („საბურთალო“), ლევან ისიანი („დინამო“ თბილისი)

მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, თორნიკე ჭურაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი ბერძენაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ ბულუხაძე („საბურთალო“)

ნახევარმცველები: გაბრიელ საღრიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ვატო არველაძე (35-ე სკოლა), ლაშა ლეჟავა, რატი არდაზიშვილი (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ნიკა ნინუა, აკაკი ყურაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი კოხრეიძე („საბურთალო“),

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე მუზაშვილი („საბურთალო“), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“ თბილისი).

მატჩები კი სამ დღეზეა გადანაწილებული და მომდევნო ეტაპის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. შეხვედრებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. აქვე გაგაცნობთ თამაშების განრიგს:

26 ოქტომბერი

13:00 – პოლონეთი vs ესტონეთი („მიხეილ მესხი“ – 2)

15:00 – საქართველო vs ლიხტენშტეინი („მიხეილ მესხი“ – ცენტრალური)

28 ოქტომბერი

13:00 – პოლონეთი vs ლიხტენშტეინი („მიხეილ მესხი“ – 2)

15:00 – ესტონეთი vs საქართველო („მიხეილ მესხი“ – ცენტრალური)

31 ოქტომბერი

15:00 – საქართველო vs პოლონეთი („მიხეილ მესხი“ – ცენტრალური)

15:00 – ლიხტენშტეინი vs ესტონეთი („მიხეილ მესხი“ – 2)

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჯეკოს “რომაში” გაჩერება აღარ უნდა

“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, “რომას” კაპიტან ედინ ჯეკოს გუნდის მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკასთან კონფლიქტი აქვს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოკრატისი “ლაციოში” გადადის

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, სოკრატის პაპასტატოპულოსი კარიერას რომის “ლაციოში” გააგრძელებს. წყაროს თანახმად, 32 წლის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლორეტნტინო პერესმა, შესაძლოა, “ინტერს” ჰაკიმის დაბრუნება მოსთხოვოს

“რეალსა” და “ინტერს” შორის ურთიერთობა იძაბება. Corierre dello Sport-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი “ინტერის” და...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუდის არაბეთმა რონალდუს 6 მილიონი ევრო შესთავაზა

საუდის არაბეთის ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენლებმა კრიშტიანუ რონალდუს საკმაოდ სარფიანი წინადადებით მიმართეს. ინფორმაციას The Telegrph ადასტურებს. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

სეტიენი “ბარსელონასგან” 4 მილიონ ევროს ითხოვს

კიკე სეტიენი და “ბარსელონა” შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებენ. “ბლაუგრანას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კონტრაქტის ნაადრევად გაწყვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

როისი: “ყოველთვის ერთი და იგივე შეცდომები, უკვე ყარს!”

დორტმუნდის “ბორუსიამ” გერმანული ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში მორიგი მარცხი განიცადა. ედინ ტერჩიზის გუნდმა ქულები ამჯერად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უილშერი: “ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემპიონშიფში ვითამაშებდი”

“ბორნმუთის” რიგებში დაბრუნებულმა ჯეკ უილშერმა პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, თუ რა გრძნობაა მისთვის ჩემპიონშიფში თამაში. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართველი გულშემატკივრის ოცნება: შოთა და ხვიჩა ერთ გუნდში!

2020 წელს ყველაზე მეტად ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს თავი ორმა ადამიანმა დაამახსოვრა – შოთა არველაძემ და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსასთან” მატჩის შემდეგ “კორნელიაში” კორონავირუსი გამოვლინდა

“კორნელიას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხუთშაბათს ჩატარებული ტესტირებების შედეგად გუნდის ორ ფეხბურთელს...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა ვარჯიშებზე დაფრინავს – ხვიჩამ 3 თანაგუნდელი გააბითურა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელია “რუბინთან” ერთად თურქეთში, ბელეკის სავარჯიშო ბაზაზე იმყოფება და საოცარ ფორმაშია. ამხანაგურ მატჩში გატანილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მატეო: “ალექსანდერ-არნოლდმა დაცვაში თამაში უნდა ისწავლოს”

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა, დომინიკ მატეომ, პრესასთან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინგლისელმა მცველმა [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რომას” ტექნიკური მარცხი ჩაუთვალეს

იტალიის თასზე “რომასა” და “სპეციას” შორის გამართულ მატჩში დედაქალაქურ გუნდს ტექნიკური მარცხი ჩაუთვალეს. “მგლებმა” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანე: “თავში პატარა გვარდიოლა მყავდა და ყველაფერს მკარნახობდა”

მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელმა გარემარბმა, ლეროი სანემ, პრესასთან საუბრისას გვარდიოლასთან თანამშრომლობის პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად ტეო ერნანდესი დასახელდა

იტალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ს 2020 წლის დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ზემოხსენებული ტიტულით ტეო […]...
წაკითხვა