გოჩა ტყებუჩავა: “მთავარია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით”

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაკსვნითი მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს 17-წალმდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ტყებუჩავამ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
გოჩა ტყებუჩავა: “მეგონა, რომ დღეს ჩვენ უფრო ცუდ თამაშს ჩავატარებდით. ვფიქრობ, ბიჭებმა ნორმალურად ითამაშეს და შესაძლებელი იყო, რომ ფრეც გვეთამაშა. პოლონეთის გუნდისგან უკეთეს თამაშს ველოდი. დღეს გვქონდა მცირე საკადრო ცვლილებები. გამოვცადეთ ის მოთამაშეები, ვისაც აქამდე ნაკლებად ეძლეოდათ სათამაშო დრო. სამწუხაროდ, არის გარკვეული პრობლემები შემადგენლობის მხრივ და განსაკუთრებულად ეს საყრდენ ზონაში ჩანს.
სამწუხაროდ, ფიზიკური მომზადება ჩვენს მთავარ პრობლემად რჩება, რაც დღეს ნათლად გამოჩნდა. პოლონელებმა ამ კომპონენტში ყველაზე მეტად გვაჯობეს. თუმცა, მთავარია, რომ გასვლა შევძელით. ჩვენს ჯგუფში ყველაფერი ლოგიკურად მოხდა, რაც სატურნირო ცხრილზეც აისახა. ელიტრაუნდში დიდი სირთულეები გველის.
იანვარში მინსკის ტურნირზე მიგვიწვიეს, სადაც რუსეთის, უკრაინის, იაპონიის და სხვა ძლიერი ნაკრებები იქნებიან, რაც მოსამზადებლად ძალიან კარგი იქნება. იმედი მაქვს, ამ ტურნირის შემდეგ ბულგარეთთან ახლოს მოხერხდება მცირე შეკრების ორგანიზება.”