გოჩა ტყებუჩავა: “რთული მატჩები გველის”

თარიღი: ოქტომბერი 26, 2014

ლიხტენშტეინი ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა გოჩა ტყებუჩავამ კომენტარი გააკეთა.

გოჩა ტყებუჩავა: “მეტოქეზე საკმაოდ მცირე ინფორმაცია გვქონდა. შემტევად ვითამაშეთ და კარგია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ, თუმცა საგოლე მომენტების რეალიზაცია უკეთესის სურვილს ტოვებს. ფეხბურთში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც სუსტი გუნდები ძლიერებთან ფრეს თამაშობენ ან იგებენ. ამიტომ, დღევანდელ მატჩს სიფრთხილით მოვეკიდეთ.

იოლ ჯგფში არ მოვხვედრილვართ, წინ კიდევ ორი რთული მატჩი გველის, რომლებსაც მოგება უნდა, რათა ამ შესარჩევში წარამტებას მივაღწიოთ.”

მსგავსი სიახლეები