გოდინი „ატლეტიკოსთან“ ახანგრძლივებს
„ატლეტიკოს“ მცველი დიეგო გოდინი უახლოეს დროში კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. თუ ცნობილ ესპანურ გამოცემა AS-ს დავუჯერებთ, მხარეები ოთხწლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ. სათქმელია, რომ ამ პერიოდში ურუგვაელის ხელფასი ექვს მილიონ ევრომდე გაიზრდება. მხარეებმა უკვე ყველა დეტალი მოაგვარეს და ხელშეკრულებას ოფიციალურად ხელს სულ მალე მოაწერენ.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გოდინით აქტიურად „მანჩესტერ სიტი“ ინტერესდებოდა.
შეგახსენებთ, რომ გოდინი „ატლეტიკოში“ 2010 წლიდან თამაშობს.