გოდინის პასუხი გუტის: “ატლეტიკო” პატივისცემას იმსახურებს”
დიეგო გოდინი მადრიდის “რეალის” ექს-ფეხბურთლის, გუტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც “ატლეტიკოში” არ მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” იმსახურებს თამაშს.
“ბერნაბეუზე” მოგებული დერბის შემდგომ გოდინმა განაცხადა:” პატარაობისას მასწავლეს, რომ სხვებს პატივი უნდა ვცე და არ უნდა ვიყო ამპარტავანი.
მათაც ისევე უნდა გვცენ პატივი, როგორც ჩვენ ვცემთ მადრიდის “რეალსა” და მის თითოეულ ფეხბურთელს.” – განაცხადა გოდინმა, რომლის გუნდიც ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.
“რაც შეეხება ტიტულისთვის ბრძოლას, წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა. “ბარსელონა” გასაოცარ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ.”