გოდინმა იტალია სახლში გაუშვა
დიეგო გოდინის ზუსტმა დარტყამ ურუგვაის კაცნაკლულ იტალიასთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
კოსტა-რიკასთან მარცხმა იტალიელთა სტატუსი არ შეცვალა. პრანდელის გუნდმა იცოდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ურუგვაისთან ფრეც საკმარისი იქნებოდა. თუმცა, იტალიელთა დამრიგებელი ტაქტიკური ცვლილებების აუცილებლობას ხვდებოდა.
პრანდელი დაცვაში იუვეს შეთამაშებულ ტრიოს ენდო, რაც თავიდანვე ნათელ გამოსავლად ჩანდა, თუმცა მწვრთნელმა ამას მხოლოდ ბოლო მატჩში “მიაგნო”. თუმცა, მატჩის წინ ჩეზარე მალდინიმ ამ ერთი შეხედვით ლიგიკურ გადაწყვეტიელბას სარისკო უწოდა, რაც სუარესი-კავანის სახიფათო დუეტით ახსნა.
მთავარი ცვლილებები იტალიელთა სასტარტოში შეტევის ხაზს ეხებოდა, სადაც მარიო ბალოტელის ჩირო იმობილეს სახით პარტნიორი გამოუჩნდა. ტაქტიკური გადაადგილების “მსხვერპლი” ანტონიო კანდრევა გახდა, რომელიც ინგლისთან ჩატარებული კარგი თამაშის შემდეგ, კოსტა-რიკასთან ინერტულად გამოიყურებოდა და სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდა. ტრავმირებული დანიელე დე როსი მარკო ვერატიმ შეცვალა.
ოსკარ ტაბარესმა ინგლისთა გამარჯვებული შემადგენლობა არ შეცვალა. ურუგვაელებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. ასეთ მდგოამრეობაში ურუგვაის გუნდი საკმაოდ ბევრჯერ ყოფილა და რაც ყველაზე საინტერესოა უმრავლეს შემთხვევაში გამარჯვებულიც გამოსულა.
ტაბარესის გუნდმა პირველივე წუთებიდან არ შეუტია. ურუგვაელებმა საკუთარ შესაძლებლობას მოთმინებით ელოდნენ. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. იტალიელთა ფორვარდები ბურთს იშვიათად იღებდნენ. კარგი მომენტი ჰქონდა იმობილეს, მაგრამ შემტევმა მისი გამოყენება ვერ შესძლო.
მომენტები ურუგვაელებსაც ჰქონდათ. სახიფათოდ ურტყავდა სუარესი, თუმცა ბუფონი შეუდარებელი იყო.
მეორე ტაიმში პრანდელიმ ბალოტელი გაიყვანა და მოედნის ცენტრის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება გადაწყვიტა. შეცვლაზე შემოსული მარკო პაროლო ნომინალურად მეოთხე ცენტრალური ნახევარმცველი იყო. ცვლილებებს ტაბარესმაც მიმართა, რომელმაც მოედანზე ალვარო გონსალესი დააბრუნდა და პლეიმეიკერი ლოდეირო მარჯვენა მცველით, მაქსი პერეირათი შეცვალა.
ნათელია, რომ ტაბარესის გეგმის მიხედვით ურუგვაი მეორე ტაიმში უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო. იტალიელთა კართან დაძაბულობა იზრდებოდა, რაც საგანგაშო სიგნალი ხდებოდა პრანდელის გუნდისთვის.
მალევე იტალიელთა მდგომარეობა მარკიზიოს გაძევებით კიდევ უფრო მძიმე გახდა. პრანდელის გუნდმა ამის შემდეგ დაცვა გაამაგრა, ურუგვაი კი უშედეგოდ ცდილობდა ბუფონის კართან მისვლას. ერთ ეპიზოდში სუარესს ეს გამოუვიდა კიდეც, თუმცა ჯიჯი, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, კვლავ უშეცდომო იყო. აღნიშნულ ეპიზოდს ურუგვაელთა ლიდერის და კიელინის ეპიზოდი მოჰყვა, რამაც იტალიელთა ბანაკში არეულობა გამოიწვია. რამდენიმე წუთში კი, გასტონ რამირესის მოწოდებულ კუთხურს გოდინი გამოეხმაურა და იტალია მუნდიალს გამოთიშა.
გოლი: გოდინი 81′