გოგა ბითაძემ ნბა-ს დრაფტში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთა
საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ NBA-ს ოფისში 2019 წლის დრაფტში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანა.
ბითაძე ამჟამად მონტენეგრული სერბული “მეგა ბემაქსიდან” იჯარით მონტენეგრულ “ბუდუჩნოსტში” ირიცხება. გოგამ “ბუდუჩნოსტთან” ერთად ევროლიგის რეგულარულ სეზონში ითამაშა, ახლა კი ადრიატიკის ლიგის ფინალში “ცრვენა ზვეზდასთან” უწევს დაპირისპირება. ევროლიგასი მისი საშუალო მონაგარი 12.1 ქულა, 6.4 და 2.3 დაფარებაა.
ბითაძე ESPN-ის სადრაფტო რეიტინგში მსოფლიოში მე-19 ადგილზეა. NBA-ს დრაფტი 20 ივნისს გაიმართება და სწორედ მაშინ გავიგებთ, რომელ გუნდში ჩაირიცხება 19 წლის მოთამაშე.
აღსანიშნავია, რომ გოგამ დრაფტში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადი შარშანაც შეიტანა, მაგრამ მოგვიანებით ის უკანვე გამოიტანა. თუმცა, ფაქტია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან დიდი პროგრესი განიცადა.