გოგონათა ასაკობრივი ნაკრებების წილისყრა ნიონში
24 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17-წლამდე და 19-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მეთერთმეტე ჯგუფში ჰოლანდიის, შვედეთისა და ლატვიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ელიტ-რაუნდში თამაშის უფლებას პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად, ორი საუკეთესო მესამე ადგილოსანი მოიპოვებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2019 წელს ბულგარეთში ჩატარდება.
რაც შეეხება საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს, ქართველი გოგონები მეოთხე ჯგუფში ნორვეგიის, ჩეხეთისა და ბოსნია ჰერცეგოვინის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ. საკვალიფიკაციო ეტაპიდან ელიტ-რაუნდში თამაშის უფლებას თითოეული ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები მოიპოვებენ. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2019 წლის ზაფხულში შოტლანდია უმასპინძლებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძელი ქვეყანა და მატჩების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 17-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრა 2018 წლის 23 ნოემბერს გაიმართება.
Gff.Ge