გოგონათა შორის დარბაზის ფეხბურთის ტურნირი დაიწყო
13 მარტს, ზესტაფონის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო დარბაზის ფეხბურთის ტურნირმა გოგონათა შორის, რომელშიც მონაწილეობას წალენჯიხის, ქობულეთის, ქუთაისის, ხაშურის, ჩხოროწყუს, ახალციხის, ლანჩხუთისა და აბაშის გუნდები იღებენ.
გუნდები ორ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ და ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პლეი-ოფის სისტემით გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას.
„ა“ ჯგუფი: წალენჯიხა, ქობულეთი, ქუთაისი, ხაშური ; „ბ“ ჯგუფი: ჩხოროწყუ, ახალციხე, ლანჩხუთი, აბაშა.
ტურნირის პირველ სათამაშო დღეს 5 შეხვედრა გაიმართა:
ქუთაისი – ქობულეთი 0:3
ხაშური – წალენჯიხა 5:2
ახალციხე – აბაშა 1:0
წალენჯიხა ქუთაისი – 2:4
ქობულეთი – ხაშური 0:4
დარბაზის ფეხბურთის ჩემპიონატის მიზანი ქალთა ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ტურნირი 19 მარტს დასრულდება.
წყარო: Gff.Ge