Golden Boy 2013-ის ნომინანტები ცნობილია

ჩამონათვალში უამრავი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელის გვარია, რომლებიც წლევანდელი Golden Boy-ს ტიტულისთვის იბრძოლებენ.
როგორც Tuttosport იუწყება, ამ სიაში მოხვედრილი 40 მოთამაშიდან, ნათელ ფავორიტად “იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა ითვლება, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგასა და იტალიის სერია ა-ში, ტურინელთა მაისურით გამოდის.
ჩამონათვალი კი შემდეგნაირად გამოიყურება:
რიჩმონდ ბოაკიე (“ელჩე”); ბრუმა (“გალათასარაი”); ემრე ჯანი (“ბაიერი”); იულიან დრაქსლერი (“შალკე”); იანიკ კარასკო, ჟეოფრეი კონდოგბია (“მონაკო”); სებასტიან კრისტოფორო (“სევილია”); ლუკას დინი, მარკინიოსი (“პსჟ”); ვიქტორ ფიშერი (“აიაქსი”); ფრედი (“შახტარი”); სერჟ გნაბრი, ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი, ია ია სანოგო (“არსენალი”); მაურო იკარდი, მატეო კოვაჩიჩი (“ინტერი”); ხუან იტურბე (“ვერონა”); ადნან იანუზაი (“მან.იუნაიტედი”); ხოსე როდრიგესი, რაფაელ ვარანი (“რეალი”); დიეგო ლაკსალტი (“ბოლონია”); ნიკო ლოპესი (“უდინეზე”); რომელუ ლუკაკუ (“ევერტონი”); ადამ მაჰერი (“პსვ”); ლაზარ მაკოვიჩი (“ბენფიკა”); ალექსანდარ მიტროვიჩი (“ანდერლეხტი”); მატია ნასტასიჩი (“მან.სიტი”), მბაიე ნიანგი (“მილანი”); კენეტ ომერუო (“ჩელსი”); ბრაიან პერეა (“ლაციო”); პოლ პოგბა (“იუვენტუსი”); ხუან ფერნანდო კინტერო (“პორტო”); იოსიპ რადოშევიჩი (“ნაპოლი”); რაფინია (“სელტა”); ანტე რებიჩი (“ფიორენტინა”); ფლორიან ტაუვინი (“მარსელი”); ტიაგო ილორი (“ლივერპული”); ოლივერ ტორესი (“ატლეტიკო”); ტონი ვილენა (“ფეინოორდი”); ვიტინო (მოსკოვის “ცსკა”).
ხმის მიცემა ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ აქედან.
სანდრო საპანაძე