გოლეთიანის სამქულიანებმა სოხუმს რუსთავში მოაგებინეს

თარიღი: მარტი 7, 2014

20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გაიმართა რუსთავში, სადაც სათამაშოდ აუტსაიდერი “სოხუმი” ჩავიდა და სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა. მატჩი სოხუმელებმა გუნდური თამაშის წყალობით მოიგეს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრის ბედი შოთა გოლეთიანმა გადაწყვიტა, რომელმაც მატჩის მიწურულს, როცა მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და გამარჯვებას მიუახლოვდნენ, ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო და რუსთაველებს წარმატების იმედი გადაუწურა.

დებიუტში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა სოხუმელებმა დაცვითი თამაშის ხარჯზე მატჩის სადავეების მოპოვება მოახერხეს და პირველი მეოთხედის მიწურულს ლიდერობას დაეპატრონნენ – 19:18. მეორე მეოთხედიდან თემურ კანკიას გაწვრთნილმა სოხუმელებმა ტემპს უმატეს, დაცვა კი კიდევ უფრო გაალიერეს და შედეგიც მოიმკეს. დიდი შესვენებისთვის სტუმრებმა 10-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს – 35:25.

მესამე პერიოდის დასაწყისში სოხუმელთა უპირატესობამ 14 ქულას უწია, თუმცა რუსთაველებმა თამაში დაალაგეს, სწორი ტაქტიკისა და ზუსტი სროლების ხარჯზე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა წინ გასვლა ვერ მოახერხეს და ბოლო ათწუთეულის წინ 4 ქულას აგებდნენ – 44:48.

ბოლო მეოთხედში მასპინლებმა გამარჯვებისკენ გაიწიეს, მათ ჩამორჩენა რამდენჯერმე 1 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ დაწინაურება ვერ მოახერხეს. თამაშის დასრულებამდე 1,10 წუთით ადრე სხვაობა 1 ქულა იყო, როცა შოთა გოლეთიანმა ზუსტი სამქულიანით 59:55 დააწინაურა “სოხუმი”. რამდენიმე წამში რუსთაველმა ირაკლი წიქარიშვილმაც 3-ქულიანი ჩააგდო და სხვაობის მინიმუმამდე შემცირებით მასპინძლებს წარმატების შანსი უბოძა, თუმცა ბოლო წუთი ახალდაწყებული იყო, გოლეთიანმა ისევ სამიანი რომ ჩააგდო და მატჩის ბედი სოხუმელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა.

გამარჯვებულებს 31 ქულით გურამ კენჭიაშვილმა ულიდერა, გოლეთიანმა კი სოხუმელებს 15 ქულა შესძინა. 6 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა ვოვა ბულიგინმა. მასპინძლებში 19 ქულით  გიორგი დვალი გამოირჩა, ხოლო ლევან ურიდიამ შეხვედრა 17 ქულითა და 16 მოხსნით დაასრულა.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები:

თემურ კანკია, “სოხუმის” მთავარი მწვრთნელი:

“ბრძოლისა და კარგი დაცვითი თამაშის  წყალობით დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მასპინძლებმა ბოლო მეოთხედში დიდი ძალებით შემოგვიტიეს, რასაც დაცვის ხარჯზე გავუმკლავდით. აღსანიშნავია, რომ რუსთაველებმა ბევრი ბურთი ააცილეს, რაც გახდა კიდეც მათი წაგების მიზეზი. მოხარული ვარ, რომ სეზონში მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ და ვეცდებით, დარჩენილ მატჩებშიც ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ”.

ირაკლი ჯაფარიძე, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:

“ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით გადამწყვეტ მომენტში. არაერთხელ გვქონდა დაწინაურების შესაძებლობა, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდში ჩვენი კალათბურთელები უპატიებელ შეცდომებს უშვებდნენ. ბოლო წუთზე კი ისეთი 2 სამქულიანი მივიღეთ, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. საქმე ამ სამქულიანებამდე არ უნდა მიგვეყვანა, თუმცა მეტოქემ ბოლომდე ბრძოლით ამის საშუალება არ მოგვცა და გამარჯვებას მიაღწია, რასაც ჩვენი გუნდის სახელით ვულოცავ სოხუმელებს”.

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

Covid-19 ერთ-ერთ ქართველ სპორტსმენს დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს, თუმცა სპორტსმენი ვინაობას არ ასახელებს. როგორც [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

დონჩიჩი რონალდუსთან შეხვედრაზე: “ძალიან ვნერვიულობდი”

“დალას მავერიკის” ევროპელმა სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 21 წლის გახლავთ, ის დრო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჩეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა. NBA-ს ვარსკვლავმა სოციალური ქსელის, Instagram-ის საშ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბებერი ლომი” – გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია სახალისო გამოწვევაშ

კორონავირუსის გამო, სპორტსმენებს ვარჯიში სახლის პირობებში უწევთ. სახლში ვარჯიშით შემოიფარგლება თორნიკე შენგელიაც, რომელმაც აზიდვები შვილებთან [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა

NBA-ის ვარსკვლავს, “ბრუკლინ ნეტსის” კალათბურთელ კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 31 წლის სპორტსმენი “ბრუკლინ ნეტსის” იმ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორონავირუსის შემთხვევა “რეალშიც” დადასტურდა

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთ წევრს COVID-19 ტიპის კორონავ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ნაციონალურმა საკალათბურთო აოსციაციამ სეზონი შეაჩერა

მსოფლიოში კორონავირუსი სახელად COVID-19 მძვინვარებს. პანდემიის ხასიათის მიღების შემდეგ დედამიწის თითქმის ყველა ქვეყანა პარალიზების რეჟიმზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ბოლო წამზე და გამარჯვება ევროლიგაში (ვიდეო)

6 მარტს, თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ევროლიგაში გერმანულ “ალბას” დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში, 73:72 დაამარცხ...
წაკითხვა
კალათბურთი

თად მაკფადენი: “ევროპაში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, თად მაკფადენმა სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 2021 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსმა: “ძალიან მიხარია, რომ არ დავნებდით და ვიბრძოლეთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სერბეთთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, საქართველომ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილმა “სეტონ ჰოლს” ბოლო წამზე მოაგებინა – ემოციური კომენ

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ზედიზედ ორ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ “ბატლერს” უმასპინძლა და მეტოქე 74:72 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სამქულიანების კონკურსი | All Star 2020 (ვიდეო)

16 თებერვალს, NBA All Star-ის უიქენდის ფარგლებში 3-ქულიანების კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა დევის ბერტანსმა, დევინ […]...
წაკითხვა