გოლოვინი “მონაკოს” ფეხბურთელია

თარიღი: ივლისი 27, 2018

“მონაკომ” მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველი, ალექსანდრ გოლოვინი შეიძინა. რუსეთის ნაკრების ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გოლოვინი 2014 წლიდან მოსკოვის ცსკა-ს პირველი გუნდის ღირსებას იცავდა. 2015 წელს რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა.

გოლოვინმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

მსგავსი სიახლეები