გომესი „ბეშიქთაშში“ გადავა
„ფიორენტინას“ თავდამსხმელი მარიო გომესი უახლოეს დროში სამუშაო ადგილს შეცვლის. 30 წლის ფორვარდი სტამბულის „ბეშიქთაშში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ცნობილი იტალიური სპორტული სააგენტო „ტუტომერკატოვები“ წერს.
როგორც წყარო იტყობინება, თურქულმა კლუბმა გომესთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ახალ კლუბში მისი ყოველწლიური ხელფასი 4,5 მილიონ ევროს შეადგენს. რაც შეეხება ტრანსფერის საფასურს, „ფიორენტინა“, კომპენსაციის სახით, 7 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გომესი ფლორენციაში 2013 წელს, მიუნხენის „ბაიერნიდან“ გადავიდა.
აქამდე მარიოს „მონაკოში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებაც იწერებოდა.