“გონიოს” საოცარი ტრანსფერები მე-4 ლიგისთვის
საფეხბურთო გუნდი “გონიო” მე-4 ლიგისთვის საოცარ ტრანსფერებს აკეთებს და ბოლოს 35 წლის კახა მახარაძე დაიმატა. მახარაძე საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრია და კარიერის დიდი ნაწილი უზბეკეთში აქვს გატარებული. საუკეთესო პერიოდში 900 ათას ევროდ იყო შეფასებული.
მანამდე გუნდმა რომან ტაკიძე, ბექა ვარშანიძე, დავით სამსონია, გიორგი ჩელებაძე, ვაკო თევდორაძე და მირზა ფარტენაძე დაიმატა.
სპორტულ დირექტორად ირაკლი ბერიძე დაინიშნა, რომელიც ბოლოს “შუქურაში” იყო.
“გონიოს” მიზანი მე-3 ლიგაში გადასვლა და დავით ყიფიანის სახელობის თასის მოგებაა.
“გონიოს” დამფუძნებელი დავით დოლიძეა, რომელაც კლუბის გაკეთების იდეა მისი ძმის, დიმა დოლიძის სურვილის ასასრულებლად გაუჩნდა. დიმამ სამედიცინო პრობლემის გამო კარიერის გაგრძელება ვერ შეძლო და ახლა ძმის დახმარებით, ოცნებას აისრულებს.