გონსალო იგუაინმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 31 ფეხბურთელმა ამის შესახებ განცხადება დღეს Fox Sports-ის ეთერში გააკეთა.
“ეროვნულ ნაკრებში ჩემი თავგადასავალი დასრულდა. ახლა მინდა ჩემ ოჯახთან ერთად მეტი დრო გავატარო. ნაკრების მწვრთნელს, სკალონის ვესაუბრე და მას ჩემი ხედვა გავუზიარე”, – თქვა იგუაინმა.
შეგახსენებთ, რომ “პიპიტას” არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია.
იგუაინს ქვეყნის პირველი გუნდის რიგებში ჩატარებულ 71 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი.
"MI CICLO EN LA SELECCIÓN YA ESTÁ"#90MinutosFOX | Junto a @askomartin, @G_Higuain confirmó que no jugará más en la Selección Argentina. "Quiero disfrutar de mi familia", aseguró.
¡Descarga la APP! https://t.co/T5cuSvu2EI pic.twitter.com/6LZbEokX8g
— FOX Sports Argentina (@FOXSportsArg) March 28, 2019