გორ მინასიანი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას არ მიიღებს
სომხეთის ძალოსანთა ნაკრების წევრი, +109კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გორ მინასიანი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას არ მიიღებს.
სომხეთი ბოლო წლებში დოპინგ-სკანდალთან იყო დაკავშირებული, რის გამოც ქვეყანას მოახლოებულ ოლიმპიადაზე, კონკრეტულად ძალოსნობაში მხოლოდ ორი სპორტსმენით შეეძლება გამოსვლა. სომხეთის ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ ტოკიოში იზაბელა იაილიანი (59კგ) და სიმონ მარტიროსიანი (109კგ) გაუშვან. მათი აზრით, სწორედ ამ ორ ძალოსანს აქვს ოქროს მედლის მოპოვების ყველაზე მეტი შანსი.
შეგახსენებთ, რომ გორ მინასიანს ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ აქვს ვერცხლის მედალი მოპოვებული, ერთხელ კი ბრინჯაოს მფლობელი გახდა. ის მსოფლიოს სამგზის ვერცხლის მედალოსანია. 26 წლის ძალოსანს ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული რიოს ოლიმპიურ თამაშებზეც. ყველა ჩამოთვლილი ტურნირის გამარჯვებული ლაშა ტალახაძე გახდა.