გორდონ მაკქუინი: “გიგზი “სუონსის” მწვრთნელად არ გამოდგება”
ინგლისის პრემიერ ლიგაში ოასპარეზე “სუონსი” ბოლო დროს საშინლად გამოიყურება. იგი მე+19 ადგილზეა. ცოტა ხნის წინ უელსური კლუბის ხელმძღვანელობამ მტავარი მწვრთნელი, ბობ ბრედლი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ვაკანტურ ადგილს რამდენიმე იროვნებას უკავშირებენ. მათ შორისაა, რაიან გიგზი.
“მანჩეტსერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა (1978-1985) გორდონ მაკქუინმა აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უელსელი სპორტსმენი”სუონსის” მწვრთნელობისთვის არც თუ ისე შესაფერისი კანდიდატია.
“ვფიქრობ, “სუონსის” ხელმძღვანელობა ახლა ისეთ სპეციალისტს მოძებნის, რომელსაც პრემიერ ლიგაში მწვრთნელობის დიდი გამოცდილება აქვს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გიგზი ამ შემთხვევაში იდეალური ვარიანტი არაა. რაიანს ინგლისის ჩემპიონატში ასპარეზობის კოლოსალური გამოციდლება აქვს, თუმცა, ის გუნდი სხვა დონეა, “სუონსი” კი გაცილებით დაბლა დგას.”
“როცა გრანდში ხარ და შემდეგ არც ისე ძლიერ კლუბში მიდიხარ, მით უმეტეს, მწვრთნელად, გიჭირს, იქ არსებულ სიტუაციას შეეგუო და განსხვავებულ გარემოში წარმატებას მიაღწიო.”
“ვფიქრობ, გიგზისთვის ადრეა ასეთი თანამდებობის დაკავება,” – განაცხადა “მანჩესტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა.