გორდონ სტრაჩანი შოტლანდიის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს
58 წლის ფეხბურთის სპეციალისტი გორდონ სტრაჩანი შოტლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობას გააგრძელებს. როგორც BBC იუწყება, სტრაჩანმა, გადაწყვიტა, თავისი პოსტი არ დატოვოს.
მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიელებმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ვერ მოახერხეს, ადგილობრივმა ფეხბურთის ასოციაციამ სტრაჩანთან კონტრაქტის გაფორმების სურვილი მაინც გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ ევრო-2016-ს შესარჩევი ციკლის D ჯგუფში შოტლანდიამ 15 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა და მესამე ადგილზე გასულ პოლონეთს 3 ქულით ჩამორჩა. საქართველოს ნაკრებთან გასვლით შეხვედრაში სტრაჩანის გუნდმა ანგარიშით 0:1 წააგო, 2014 წლის ოქტომბერში კი შინ ქართველები ამავე ანგარიშით დაამარცხა.
შტრაჩანი თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრებს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. მანამდე, სხვადასხვა დროს, ის „ქოვენთრი სიტის“, „საუთჰემპტონს“, „სელტიკსა“ და „მიდლსბროს“ თავკაცობდა.