გორელი გულშემატკივრის რჩეული გიორგი ქვილითაია გახდა
„დილას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ერთი კვირის განმავლობაში ტარდებოდა გამოკითხვა, სადაც გულშემატკივრები 2013 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევდნენ.
გულშემატკივართა გადაწყვეტილებით, 236 ხმით გამარჯვებული გორის „დილას“ 20 წლის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია გახდა, 131 ხმით მეორე ადგილზე ჩვენი გუნდის კარის დარაჯი ნუკრი რევიშვილი დასახელდა, ხოლო მესამე ადგილი 40 ხმით კიდევ ერთმა თავდამსხმელმა ირაკლი მოდებაძემ დაიკავა.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა ოფიციალურად დატოვა ირაკლი მოდებაძემ, რომელიც „დილაში“ ასპარეზობისას ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მან თბილისის „დინამოსთან“ საკონტრაქტო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ამიერიდან საფეხბურთო კარიერას იქ გააგრძელებს.
კლუბის სახელით მადლობას ვუხდით ირაკლის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას როგორც პირად, ასევე სპორტულ ცხოვრებაში.
„დილას“ პრესსამსახური