გორის „დილა“ განაგრძობს თურქულ შეკრებას
დღეს 28 ივნისს უჩა სოსიაშვილმა გუნდი ორად გაყო (პირობითად წითლები და ლურჯები) და ერთამნეთში ათამაშა.
სანამ უშუალოდ თამაშზე გადავიდოდეთ, გვინდა ავღნიშნოთ, რომ გუნდის ახალწვეულსა და ეროვნული ნაკრების გამორჩეულ წევრს გიორგი ნავალოვსკის დღეს 29 წელი შეუსრულდა. იუბილარს კლუბის სახელით ვულოცავთ დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებთ როგორც პირად, ასევე სპორტულ ცხოვრებაში.
რაც შეეხება შეხვედრას, საკმაოდ საინტერესო სანახავი გამოდგა. იმ დატვირთვების ფონზე რასაც გუნდი მოსამზადებელ ეტაპზე გადის, შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ წითლების გამარჯვებით 3:0 დამთავრდა.
პირველი გოლი 15’-ე წუთზე გავიდა. გვალიამ მოედნის შუიდან გრძელი გადაცემა გაუკეთა ღონღაძეს, რომლის ასევე ზუსტი გადაცემის შემდეგ გიორგი ილურიძემ თავით ბურთი კარში გადაგზავნა – 1:0. რამოდენიმე წუთში ანალოგიური გოლი გავიდა, თუმცა სხვა ფეხბურთელების მონაწილეობით.რაზმაძემ მარცხნიდან გააკეთა გადაცემა ნავალოვსკიზე, რომლის კარგი ჩაწოდების შემდეგაც, ჩვენი გუნდისა და გასრულებული ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი მოდებაძემთავით შეძლო მეორე ბურთის გატანა – 2:0. პირველ ნახევარში კიდევ იყო რამოდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი. აღსანიშნავია, ერისთავის, მაშუკოვისა და კვირკვიას მცდელობები.
მეორე ნახევარში რამოდენიმე სახიფათო მომენტი როგორც ერთ, ისე მეორე გუნდის კართან შეიქმნა. ლურჯების მხრიდან ახლოს იყო მიზანთან იგივე ერისთავი, მაშუკოვი და გორელიშვილი. ერთ-ერთ ეპიზოდში დუდუჩავა–მოდებაძის კომბინაციის შემდეგ, ამ უკანასკნელის დარტყმული ძელს მოხვდა.
შეხვედრაში საბოლოო ანგარიში ირაკლი მოდებაძემ დასვა. მარცვალაძესთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, მეკარე მარიამიძესთან პირისპირ გასულმა აუღელვებლად შეძლო მისი კარის აღება – 3:0.
შემადგენლობები:
წითლები: შევჩენკო, კვირკველია, პაპავა, კვახაძე, ნავალოვსკი, ღონღაძე, რაზმაძე, გვალია, ილურიძე, მოდებაძე, მარცვალაძე.
მეორე ნახევარში შევიდნენ: ცხოვრებოვი, დუდუჩავა.
ლურჯები: მუჯრიშვილი, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, სამხარაძე, ხურცილავა, ძარია, წიქარიძე, ახალკაცი, ერისთავი, კვირკვია, მაშუკოვი.
შეცვლაზე შევიდნენ: ლომიძე, გორელიშვილი.
ორმხრივ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია გუგა ფალავანდიშვილს, რომელიც ჯერჯერობით ინდივიდუალურად ემზადება.
„დილა“ პირველ ამხანაგურ შეხვედრას 1 ივლისს უკარაინის უმაღლეს ლიგელ ლუცკის „ვოლინის“წინააღმდეგ გამართავს.
„დილას“ პრესსამსახური