გორის “დილამ” 3 მცველი დაიმატა
გორის “დილა” ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის დაცვის გაძლიერებას შეუდგა.
გუნდმა, 20 წლის მარჯვენა მცველი ზაურ კერელეიშვილი, 17 წლის მარცხენა მცველი გოგი მამულაშვილი და 26 წლის ცენტრალური დამცველი, ბაქარ მირცხულავა დაიმატა.
კერელეიშვილი “კოლხეთში” იჯარის წესით თამაშობდა, “კოლხეთი” ეროვნული ლიგიდან გავარდა, თუმცა ფეხბურთელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო და 21-წლამდე ნაკრებშიც მიიწვიეს.
მამულაშვილი 18-წლამდე ნაკრების წევრია და “დილაში” აკადემიიდან დაწინაურდა.
მირცხულავა გორში საჩხერის “ჩიხურადან” გადავიდა და გუნდში 2020 წლამდე დარჩება. მირცხულავა მაისაშვილთან ერთად საინტერესო დუეტს ქმნიდა “ჩიხურას” ცენტრში და 61 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
31 იანვარს “დილამ” მარცხენა მცველის, გურამ გიორბელიძის ტრანსფერი და რამდენიმე დღის შემდეგ ახალი მწვრთნელის, გიორგი დეკანოსიძის მოსვლა დაადასტურა.