გორის ”დილამ” ნიგერიელი მცველი წარადგინა

თარიღი: სექტემბერი 20, 2016

გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიასთან“ მარცხის (1:2) შემდეგ, თასის 1/8 ფინალის მატჩისთვის დაიწყო მზადება, რომელიც მარტვილში ადგილობრივ „მერანთან“ გაიმართება და დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთ შეხვედრაში გამოვლინდება.

„დილას“ სათასო მატჩისთვის დაუბრუნდებიან დისკვალიფიცირებული ლევან ნონიკაშვილი და გიორგი ბეგაშვილი. ვარჯიშის დაწყებამდე გორელებმა ნიგერის ნაკრების ცენტრალური მცველი დანკვე კოფი წარადგინეს, რომელიც „დილაში“ 39 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

21 სექტემბერს გასამართი მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „თრიალეთზე“ იგეგმება, ხოლო „დილას“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შემოგთავაზებთ მატჩის ტექსტურ ტრანსლაციას.

„დილას“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები