გორის “დილამ” საჩხერის “ჩიხურას” ლიდერი დაიმატა
გორის “დილამ” საჩხერის “ჩიხურას” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ლექვთაძე დაიმატა.
28 წლის ლექვთაძე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და კარიერა თბილისის “დინამოში” დაიწყო, სადაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ტრავმის გამო კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუცდა.
ლექვთა ბოლო წლებია “ჩიხურაში” ასპარეზობს და 2017 წელს საქართველოს თასი მოიგო.
2011-12 წლებში ფეხბურთელი იჯარის წესით “დინამოდან” “დილაში” თამაშობდა.