გორის ‘ჯიქი’ საქართველოს ჩემპიონია

თარიღი: მაისი 14, 2017

გორის ‘ჯიქმა’ დიდი 10 ტოიოტას ფინალში ბათუმის ‘ბათუმს’ 28:22 სძლია და არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.

 

რამდენიმე წლის წინ აწ გარდაცვლილი გოჩა აბაშიძის მიერ დაარსებულმა კლუბმა ჩემპიონობისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმაზომიერად იარა და წელს რეგულარული გათამაშების მოგების შემდეგ ოქროს კვარცხლბეკი დამსახურებულად დაიკავა.

 

ფინალმა მოლოდინი გაამართლა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე წარმოებდა ვებ-ოქმი, სადაც ცოცხალ რეჟიმში ხდებოდა განახლება; ტრიბუნებზე მრავლად იყვნენ ორივე გუნდის გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდნენ და თამაში ნამდვილ ზეიმად იქცა.

 

მატჩის დებიუტი ბათუმელების იყო. მე-7 წუთზე თემურ სოხაძის ფეხით ჩაკიდებული ბურთი ალექსი ტუჩაშვილმა ვერ შეიმაგრა და ლელო არ შედგა, მაგრამ ზღვისპირელებმა მეტოქის შერკინებაში ჯარიმა მოიპოვეს და ის ბახვა კობახიძემ 3 ქულად გარდასახა. ‘ჯიქის’ დამრტყმელმა რამაზ ხარაზიშვილმა 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით მალევე უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. მერე საქმეში ნერვები ჩაერთო და ორივე გუნდს ჯარიმები გაუცუდდა. 28-ე წუთზე ხარაზიშვილმა 50 მეტრიდან საკუთარი გუნდი დააწინაურა, 3 წუთში კობახიძემ ასევე შორეული დარტყმით უპასუხა, ტაიმის მიწურულს კი ბათუმელი ჯონდი კორტავა სინბინით დაისაჯა და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.

 

‘ჯიქმა’ ბურთი აუტში გადაიტანა, დერეფნიდან მოლი დააყენა და ბექა მამრიკიშვილმა შეხვედრის პირველი ლელო დაამიწა, ხოლო ხარაზიშვილმა გარდასახა.

 

მეორე ტაიმი გორელებმა აქტიურად დაიწყეს, მეტობის გამოყენება სცადეს და მეორე ცდაზე მიზანს მიაღწიეს. ლელოს გატანა ორივე გარემარბს შეეძლო, მაგრამ ხარაზიშვილს მცველმა დაასწრო, ხოლო ნიკა ბიწაძე უბურთოდ შებოჭეს. ‘ჯიქმა’ ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და ბურთი ფლანგებზე ორჯერ ჩაათამაშა, რის შემდეგაც ლელოში ‘ჯიქის’ კაპიტანი გურამ შენგელია შევიდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘ბათუმი’ ანგარიშში 59-ე წუთზე დაბრუნდა. დერეფნის მოგების შემდეგ მოლში სამი შემტევი უკანახაზელიც ჩაერთო და კობახიძემ ლელო თავადვე გარდასახა.

 

მომდევნო 5 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 67-ე წუთზე კი, ‘ჯიქმა’ კიდევ ერთი ლელო გაიტანა: მრავალფაზიანი შეტევა მათ საკუთარი ნახევრიდან დაიწყეს, ეტაპობრივად მეტოქის 22-ს უწიეს, იქ ხარაზიშვილი მბოჭავს ერთი-ერთზე დაუსხლტა და ძელებსუკან დადებული ლელო თავადვე გარდასახა. დასკვნით 10 წუთში ‘ბათუმმა’ იბრძოლა, კობახიძემ 2 ჯარიმით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ გადამწყვეტი შეტევა ვეღარ შედგა და ‘ჯიქმა’ 28:22 გამარჯვებით საკუთარი გულშემატკივარი გაახარა.

 

გორელებმა დიდი 10 ტოიოტას ფინალის მოგებით დამატებით 70 ათასიც მოიგეს, ხოლო ‘ბათუმს’ ნუგეშად სპონსორისგან 30 ათასი შეხვდა.
„ვულოცავ ამ ახალგაზრდა კლუბს ასეთ დიდ წარმატებას და ყველას, ვისაც ჩვენი გუნდის მაისურით თუნდაც ერთხელ მაინც უთამაშია. მინდა მოვიგონო ის გარდაცვლილი ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეში მხარში გვედგნენ და იმ ქვეყანაზე მივულოცო ეს წარმატება.

 

თამაში დაძაბული გამოდგა. თავი გამოუცდელობამ იჩინა და მხოლოდ ტაიმის მიწურულს დავლაგდით. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. როდესაც ბურთზე კონტროლი დავამყარეთ უპირატესობა ხელთ ვიგდეთ და ეს კარგად გამოვიყენეთ. აქცენტი გავაკეთეთ მეტოქის სინბინზე და ამ პერიოდში 2 ლელო დავდეთ. ‘ბათუმი’ კარგი გუნდია, მაგრამ მას დღეს რაღაც დეტალებში ვაჯობეთ“ – განაცხადა ნამატჩევს ‘ჯიქის’ მთავარმა მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ.

 

„ფინალამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით, თამაშის ხარისხს და შედეგს ყოველ წელს ვაუმჯობესებდით და წელს ფინალამდე დამსახურებულად მივედით. ეს ჩვენი შრომის შედეგია. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა და მხარი ბოლომდე დაგვიჭირა“ – გახარებული იყო ‘ჯიქის’ გარემარბი რამაზ ხარაზიშვილი.

 

 

ტოიოტას დიდი ფინალი

ჯიქი გორი 28:22 ბათუმი

ჯიქ: კიკნაძე (სვანიძე 51) ბიწაძე ჯინჯიხაძე სამხარაძე (ხუციშვილი 68) ხარაზიშვილი <10-9> ნინიძე ზაბახიძე(ბროძელი 48) / ორაგველიძე (კაკოვინი 64) მამრიკიშვილი (სუთიძე 55-75) დონაძე (გურგენაძე 64) გოგოლიძე ტრაპაიძე; შენგელია^კაპ მჭედლიშვილი სუხაშვილი (დიდებულიძე 71) * მწ პალიკო ჯიმშელაძე – 3ლ: მამრიკიშვილი ტრაპაიძე ხარაზიშვილი; 2გ 3ჯ: ხარაზიშვილი

ბთმ: კობახიძე ტრაპაიძე გოგიტიძე (ნინიძე 52) გაბროშვილი ტუჩაშვილი (ბებიაშვილი 46) <10-9> სოხაძე^კაპ (ჯაბნიძე 68) თუთბერიძე / ერისთავი მატკავა (თაგაური 62) პატარაია (ბალიაშვილი 62) ალიქაძე მიქაძე (ცხადაძე 45) კორტავა სბ 36-47 (ამირანაშვილი 48) ფუტკარაძე (კვანტიძე 64) თხილაიშვილი * მწ ირაკლი ნინიძე, დავით გუგუშვილი –  ლ გ 5ჯ: კობახიძე

რეფ მერფი [ირლ] კიდ: აბულაშვილი გვირჯიშვილი; 4-5 ლაშხია ელოშვილი; ვებ ნ.გიგინეიშვილი

0:3(9) 3:3(12) 6:3(28) 6:6(31) სბ(36ბ) 13:6(38) ნახ(40-1) /
18:6(44) 18:13(59) 21:13(62) 21:16(64) 28:16(68) 28:19(71) 28:22(79)

კვი 14/05_2017 * თბილისი, ვაკე @ 17.00

2016/17 დიდი 10-ის კიბე:

1 ჯიქი, 2 ბათუმი, 3 ლელო –
4 აკადემია, 5 ლოკომოტივი, 6 აია – 7 არმია, 8 ბაგრატი, 9 არმაზი – 10 ყოჩები
(გავარდა)

სტატ’მოწინავენი: 

ქულა: 199  ხარაზიშვილი (ჯიქ), 153  მათიაშვილი (აკდ),  143  ყიასაშვილი (ლელ),  135  ურჯუკაშვილი (არმ),  131  კობახიძე (ბთმ), 130  ბაბუნაშვილი (აია), 114  სოხაძე (ბთმ), 103  წიკლაური (ლოკ)

ლელო: 12  აბრამიძე (აია);  11  ნ.ბიწაძე (ჯიქ);  10  მამრიკიშვილი (ჯიქ); 9  ხარაზიშვილი (ჯიქ); 8  შკინინი (ლოკ); 7 ერისთავი (ბთმ), ჭეიშვილი (ლელ); 6  გიგაური (ამზ)

მსგავსი სიახლეები
რაგბი

გამარჯვებულმა მორაგბემ მსაჯი ხელში აიტაცა და წითლი ბარათი მიიღო (ვიდეო)

საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო დივიზიონში ძალიან სახალისო მომენტი დაფიქსირდა. ბოლო წუთზე მოპოვებული ლელოს წყალობით გახარებულმა […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: ლაშა ჯაიანი “უოსპსში” ითამაშებს!

ბორჯღალოსანი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი ინგლისში დაბრუნდება და კარიერას პრემიერშიფის “უოსფსში” გააგრძელებს. “უოსფსი” 153 წლის წინ...
წაკითხვა
რაგბი

ნიკა ამაშუკელი – პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს

ნიკა ამაშუკელი გახდება პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს. 17 […]...
წაკითხვა
რაგბი

საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი უთხრა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. მიზეზად წესდების დარღვევით […]...
წაკითხვა
ბლოგი

2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტო

ფოტოსააგენტო Getty Images, Reuters-თან და AFP-სთან თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს გვთავაზობთ. […]...
წაკითხვა
რაგბი

ზირაქაშვილი: “ეს იქნება სამარცხვინო… ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ დავით ზირაქაშვილმა რაგბის კავშირის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ზირაქაშვილმა კიდევ ერთხელ [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

ჩხუბი საქართველოს ჩემპიონატში – მსაჯმა ორ მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა (ვიდეო)

დღეს, საქართველოს დიდი 10-ის მეოთხე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს “არმაზი” და “ყოჩები დაუპირისპირდნენ. მატჩი [&helli...
წაკითხვა
რაგბი

ირაკლი აბუსერიძე: “აგიხსნით, რატომ არის დღევანდელი დღე სამარცხვინო”

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ 25 დეკემბერს გამართული გამგეობის კრებასთან დაკავშირებულ საკითხზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: გიორგი კვესელაძე “გლოსთერში” ითამაშებს!

საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი კვესელაძე კარიერას ინგლისის პრემიერშიფში, “გლოსთერის” რიგებში გააგრძელებს. 23 წლის მორაგბე ინგლისში [&h...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილმა “შემოდგომის ერთა თასზე” საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფას

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა იმ სარგებლებზე ისაუბრა, რაც „შემოდგომის ერთა თასმა“ ქართულ რაგბს მისცა. […]...
წაკითხვა
რაგბი

ირაკლი მაჩხანელი: “ლევან მაისაშვილმა შედეგი ვერ დაგვანახა”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა წევრმა, ირაკლი მაჩხანელმა შემოდგომის ერთა თასზე “ბორჯღალოსნების” გამოსვლა შეაფასა და მთავარ [&helli...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: ‘ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას დადებითად ვაფასებ̵

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ფიჯისთან მარცხის (24:38) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იცით, “ბორჯღალოსნებმ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 5 დეკემბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. დუ...
წაკითხვა
რაგბი

“ვინმემ იცის ამ ენის წარმოშობის შესახებ?” – უცხოელები ქართველი კომენტატო

29 ნოემბერს, შემოდგომის ერთა თასზე, საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდა და 10:23 დამარცხდა. შეხვედრის მე-17 წუთზე […]...
წაკითხვა
რაგბი

რობ კირნი: ‘დღის მთავარი ამბავი – იმსახურებს საქართველოს ნაკრები ექვსი ერის გუ

ირლანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, რობ კირნიმ “შემოდგომის ერთა თასზე” ირლანდიასა და საქართველოს შორის გამართული შეხვედრის […]...
წაკითხვა